15 ოქტომბერი, 2022

გაიზიარეთ ლიზი გოგუას სიხარული

გერმანული “ვოისის” ქართველი მონაწილე ლიზი გოგუა შოუს ნახევარფინალისტია.

ეტა ჯეიმსის “All I Could Do Is Cry”-ის შესრულება მისმა მწვრთნელმა საუკეთესოდ მიიჩნია და 18 წლის ქართველი მომღერალი რჩეულთა შორის დაასახელა.

ლიზი გოგუა:

“ნახევარფინალისტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა!

სიტყვებით ძალიან ძნელია ჩემი ემოციის გადმოცემა! ოცნებები ხდება და გერმანული ვოისის ნახევარფინალში ვარ!

ყველაფერი ჯერ წინ არის!

რამდენიმე კვირაში ლაივ შოუზე შევხვდებით!”

ლიზი გოგუას შესანიშნავი შესრულება

ლიზი გოგუას ნახევარფინალისტად დასახელება