21 ნოემბერი, 2022

დოდონა ნამორაძის ტრიუმფი ბერძნულ “ვოისში”

ბერძნულ “ვოისში” ქართველმა მომღერალმა დოდონა ნამორაძემ შოუს ოთხივე მწვრთნელი შემოაბრუნა.

დოდონა “ნიჭიერისა” და “იქს ფაქტორის” ქართულ შოუებში მონაწილეობდა და  თავისი განსაკუთრებული შესრულების მანერით ათასობით ადამიანს დაამახსოვრა თავი.

ამჯერად ქართველმა მომღერალმა საკუთარი შესაძლებლობები ბერძნული “ვოისში” წარმოაჩინა და ბრმა მოსმენებზე პროექტის მწვრთნელებიც აღაფრთოვანა.