ლიზი გოგუა გერმანული “ვოისის” ნახევარფინალში

ქართველი მომღერლის ლიზი გოგუას გერმანულ მუსიკალურ შოუში “ვოისი” მონაწილეობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა – მართალია, 18 წლის ნიჭიერი გოგონა ფინალისტებში ვერ მოხვდა, თუმცა ნახევარფინალამდე სრული ტრიუმფით მივიდა.

ლიზი გოგუა:

“ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ურთულესი და საპასუხისმგებლო 4 თვის განმავლობაში მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა, რომ ნახევარფინალამდე მივსულიყავი და ყველას, ვინც ერთი ხმა მაინც მომცა, ასევე უღრმესი მადლობა.

გერმანული “ვოისი” იყო უდიდესი გამოცდილება და ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი. სულ სხვანაირი ვტოვებ პროექტს, მუსიკალურად გაზრდილი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მადლიერი და ბედნიერი.

სიტყვებით ძნელია ავხსნა, როგორ პროფესიონალურ და თბილ გარემოში მიწევდა მუშაობა და როგორი მიზნები და გეგმებია წინ.

მადლობა ჩემს მენტორს და მთელ გუნდს! რაც ყველაზე მთავარია, შევიძინე ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან.

მადლობა ჩემს ერთადერთს და განუმეორებელ მეკო ქავთარაძეს! მეკოს გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი, ჩვენმა ონლაინ, ყოველდღიურმა მეცადინეობამ შედეგი დადო ! 15 წელია შენ მზრდი და მადლიერი ვარ ყოველი წუთის, წამის და შენი ენერგიის, რაც ჩემში ჩადე ! ჩვენ უფრო მეტი, მაგარი გეგმები გვაქვს წინ და ამას მალე თქვენც გაიგებთ!

მადლობა ჩემს ოჯახს და დედაჩემს, ყოველთვის გვერდში ყოფნისთვის და იმითვის, რომ ჩემი სულ სჯერათ!

ეს კი ჩემი ნახევარფინალის გამოსვლა! იმედია მოგეწონებათ! მადლობა!”