
ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში დადგა ეტაპი, როდესაც 10-წლიანი მუშაობა “იმედის დღეში” დასრულდა: “ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ… ედით! ჩემი სურვილით… კიდევ ედით! აქ ვრჩები იმედზე.”
სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები” ათასობით მაყურებლი დიდი ინტერესით ელოდება. სერიალის ოფიციალურმა გვერდმა მისი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლე გაავრცელა: “მალე! დაელოდეთ ჩემი ცოლის დაქალების ახალ, მე-16 სეზონს ტრადიციულად ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას – ახლა უკვე ფორმულაზე! ტელეკომპანია ფორმულა მაუწყებლობას დაიწყებს 1-ლი ოქტომბრიდან, მანამდე კი მოიწონეთ ოფიციალური გვერდი და გაიგეთ ყველა სიახლე პირველებმა.”
“ნიჭიერის” მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძე ევროვიზიისთვის იბრძოლებს. მომღერალმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს “საქართველოს ვარსკვლავში” და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა “ევროვიზია 2020”-ზე წარადგინოს. ბარბარა თვითნასწავლი მომღერალია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანიდან. მისმა შესრულებამ “ნიჭიერში” ნიკა გვარამიას ოქროს ღილაკი დაიმსახურა და საბოლოოდ მომღერალი პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
იუმორისტ ნიკა არაბიძისგან მაყურებელი სულ მალე ახალ შოუს იხილავს. “ნიკა არაბიძის შოუ” – ასე ეწოდება იუმორისტულ გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სულ მალე გავა. მაყურებლის აზრი ორად გაიყო – ნაწილი ნიკას წარმატებებს უსურვებს, ნაწილი კი მას “რუსთავი 2”-ში დარჩენის გამო მოღალატეს უწოდებს.
მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც მსმენელმა უკრაინული და ქართული იქს ფაქტორებიდან გაიცნო, ახლა ბრიტანულ “ნიჭიერშია” მიწვეული. მომღერალმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო და მას უცხოეთში ელოდებიან. თათია კობალაძე: “ხედავ, რა დრო დაგიდგააა?! შენ ამბობდი, რო ტყუილი იყო ჩემში დროის ხარჯვა! ისიც თქვი, რო ვერაფერს მივაღწევდი! მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი! დიდხანს იცოცხლე, რომ ბევრი ჩემი წარმატება […]
მწერალი ტორესა მოსი მის ცხოვრებაში მომხდარ უმნიშვნელოვანეს სიახლეს აცნობს ფართო საზოგადოებას – მან ტელეკომპანია “იმედი” დატოვა და “მთავარ არხზე” იმუშავებს: “მოკლედ, ვიცი რომ ბევრი ადამიანი ღელავდით ჩემ მომავალზე. ჰოდა, მგონია რომ თუ სადმეა ჩემი ადგილი, “მთავარ არხზეა” და მადლობა ნიკას, რომ ამ შესაძლებლობას მაძლევს. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. ჩვენ მოვიგებთ ყველაფერს, რისი მოგებაც შეიძლება და […]
სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” ათასობით მაყურებელი ჰყავს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარი ცვლილებების გამო, სერიალის ბედი გაურკვეველი იყო, თუმცა ცნობილი გახდა, რომ “ჩემი ცოლის დაქალები” ისევ გაგრძელდება: “გვინდა, გაცნობოთ სასიხარულო ამბავი “ფორმულა კრეატივისგან”, დაარსდა ტელეკომპანია “ფორმულა”. სწორედ “ფორმულას” ეთერში იხილავთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”. ასევე გაცნობებთ, რომ დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ახალ სერიალზე და ამ სერიალის […]