
“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებულის სოფო ბათილაშვილის სიმღერამ ინოლა გურგულიას საკონკურსო ტურში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. “პირველად იყო სიმღერა” – ეს სიმღერა შეასრულა სოფომ პიანისტ პაპუნა შარიქაძესთან და ჩელისტ ლიზა რამიშვილთან ერთად.
“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეცხრე სეზონის გამარჯვებული მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ანკა ვასაძე გახდა. ანკას მეწყვილე ოთო ფოლადაშვილი იყო. მათ ფინალამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთხელაც არ ყოფილან გავარდნის კანდიდატები. მეორე ადგილზე ფეხბურთელი დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი გავიდნენ. მესამე ადგილი კი მსახიობმა გია ფერაძემ და ვერკა ჯაჯანიძემ დაიკავეს. ყველა ფინალისტს სხვადასხვა პრიზები გადაეცა.
მსახიობი და მომღერალი გუჯა ბურდული BBC-ს ობიექტივში მოხვდა. ქართველი ხელოვანის ე.წ. “ლაივი” BBC-ს გარდა, ჩეხეთის ტელევიზიისთვისაც გაიმართა. გადაღება მისი უფროსი შვილის, ლადო ბურდულის სახლში, ოქროყანაში მიმდინარეობდა, სადაც გუჯა ბურდულმა თავისი განუმეორებელი სიმღერთ შეკრებილი საზოგადოებისთვის საახალწლო განწყობა კიდევ უფრო სადღესასწაულო გახადა.
უკრაინული საბავშვო “ვოისის” გამარჯვებულის ალექსანდრე ზაზარაშვილის კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება მის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად გაახარებთ. “The Voice Global”-მა მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული საბავშვო “ვოისის” საუკეთესო მუსიკალური რინგების ათეული გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი ალექსანდრე ზაზარაშვილმა დაიკავა: “კიდევ ერთი მსოფლიო “ვოისში” გამარჯვება… 2019 წლის საუკეთესო Battle round #1 ადგილი.”
გადაცემა “წიგნების თაროში” უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ილია ვეკუას სახელობის სკოლის გუნდსა და ბათუმის სკოლა “ევრო 2000”-ის ნახევარფინალური თამაშშის დროს, ვეკუას სკოლის გუნდმა უარი განაცხადა პასუხი გაეცა კითხვაზე. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ “ევრო 2000”-ის მოთამაშეს თედო მენაბდეს პასუხში მხოლოდ ერთი ასო შეეშალა.
მსახიობი ეკა ნიჟარაძე მალე მაყურებლის წინაშე სრულიად ახალ ამპლუაში წარსდგება. იგი “მთავარ არხზე” ახალი გადაცემის “შუაღამე” წამყვანი იქნება და მაყურებელს ლელა წურწუმიასთან, ილო ბეროშვილთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ესაუბრება. მსახიობისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი გადაცემაში არა სტუმრის სტატუსით, არამედ წამყვანის სტატუსითაა, ამიტომ განსაკუთრებით ღელავს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
მუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონის რჩეულები უკვე ცნობილია. მარინა ბერიძემ, სოფო ნიჟარაძემ და გიორგი უშიკიშვილმა კონკურსანტებს შორის ის საუკეთესო 10 მომღერალი შეარჩიეს, ვინც პროექტის მესამე სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის იბრძოლებს: ანა ქურთუბაძე, ნიკა შუბითიძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნინი შონია, თორნიკე აბრამიშვილი, გიორგი ძოწენიძე, ლიკა ლოლომაძე, ლუკა ჭოხონელიძე, მარიამ მახათაძე და ლაშა ნანობაშვილი. ორშაბათიდან “მხოლოდ ქართულის” საკონკურსო […]