კატეგორია: მოზაიკა

კონჩიტამ ახალი სინგლი ჩაწერა

ავსტრიელმა მომღერალმა კონჩიტა ვურსტმა, რომელმაც წელს ევროვიზიაზე გაიმარჯვა, ახალი სინგლი ჩაწერა. “ჰიროუს” – ასე ჰქვია ახალ სიმღერას, რომელიც ლირიული ჟანრისაა და აითუნსის საშუალებით მისი მოსმენაც შესაძლებელია. სინგლი კონჩიტას ახალ ალბომში შევა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ერქმევა ალბომს ან როდის გამოვა. ახალ სიმღერებზე მუშაობის პარალელურად, კონჩიტა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობასაც ეწევა. რამდენიმე დღის წინ მან გაეროს ვენის […]

ტინა ტერნერი 75 წლისაა

26 ნოემბერს ტინა ტერნერი 75 წლის გახდა. მომღერალი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ანა მეი ბალოკი, ასაკს არ ნებდება და მსმენელის გაოცებას განაგრძობს. ამის საშუალებას ტერნერს ის მუსიკალური მიმდინარეობებიც აძლევს, რომელსაც ასრულებს როკ-მუსიკა, პოპი, სოული, როკ ენ როლი, რითმ ენდ ბლუზი. მისი კარიერა 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს და თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული […]

ჯენიფერ ლოურენსმა ლიამ ჰემსვორტთან რომანი გააბა

“შიმშილის თამაშების” მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა თავისსავე პარტნიორთან ამავე ფილმში ლიამ ჰემსვორტთან რომანი გააბა. ბოლო პერიოდში ჯენიფერის ცხოვრება მისი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ჯენიფერმა დიდი ხნის შეყვარებულთან ნიკოლას ნოლტომთან დაშორების შემდეგ, რომანი გააბა “ქოლდფლეის” ლიდერთან კრის მარტინთან, თუმცა მასთან ურთიერთობაც მალევე დაასრულა. ტაბლოიდები ამჯერად მსახიობის რომანზე წერენ, რომელიც ჯენიფერმა ლიამ ჰემსვორტთან გააბა. ლიამი ქრის […]

“შერლოკის” ახალი სეზონის დეტალები გახმაურდა

ბიბისის გახმაურებული სერიალის “შერლოკის” ერთ-ერთი შემქმნელი მარკ გემისი აცხადებს, რომ ახალ სეზონში მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება როგორც ტრაგედიების, ასევე თავგადასავლების მხრივ. თუმცა, რა ტრაგედია ელოდება მაყურებელს ახალ სეზონზე მას არ დაუკონკრეტებია: “რა თქმა უნდა, კონან დოილი ჩვენი საგანძურია. ჩვენ სიუჟეტურად ისედაც ბევრი ცვლილება შევიტანეთ მისი ნაწარმოების სცენარზე მუშაობისას. თუნდაც ის, რომ სერიალში გამოვაჩინეთ შერლოკის და […]

ჯასთინ ბიბერი ყველაზე მდიდარია

გოგონების გულთამპყრობელი მომღერალი ჯასთინ ბიბერი ყველაზე მდიდარი მომღერალია. ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა იმ ცნობადი სახეების სია, ვინც ყველაზე მდიდარია და თანაც მათი ასაკი 30 წელს არ აღემატება. რეიტინგებში პირველი ადგილი არავის დაუთმო 20 წლის ჯასთინ ბიბერმა, რომელმაც 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე 80 მილიონი დოლარი დააგროვა. მეორე ადგილზე ჯგუფი “უან დირექშენი” აღმოჩნდა 75 მილიონი დოლარით. […]

სტივი უანდერი ობამამ დააჯილდოვა

არაერთი ჰიტის ავტორი სტივი უანდერი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დააჯილდოვა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უმაღლესი ჯილდოა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშვიდობის მხარდაჭერაში და საზოგადო და კულტურულ საქმიანობაში: “პირველი სიდი ალბომი, რომელიც საკუთარი ფულით შევიძინე, იყო სტივი უანდერის “თოლქინგ ბუქ”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. სტივი უანდერთან ერთად ბარაქ ობამამ […]

ემირ კუსტურიცა 60 წლის გახდა

სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა 60 წლის გახდა. რეჟისორი აღიარებს, რომ ფილმებს არასდროს იღებდა იმისთვის, რათა კრიტიკოსთა აღიარება მოეპოვებინა. არადა იუბილარ რეჟისორს 5 პრიზი კანის კინოფესტივალზე აქვს მიღებული და 7 ვენეციის კინოფესტივალზე: “არასდროს მიმუშავია პრიზებისთვის. იმითაც ვკმაყოფილდებოდი, რომ ჩემს მიერ გადაღებულ ფილმებს არასდროს შევურცხვენივარ. ჩემთვის მთავარია, ჩემს ფილმებს ჰქონდეს სათქმელი, დააფიქროს მაყურებელი და მიიყვანოს დადებით კათარზისადმე. […]

ქეით მილდტონთან ვახშამი 100.000 დოლარი ღირს

ქეით მიდლტონთან ვახშმობა ყველას შეუძლია, ვინც 100.000 დოლარის ღირებულების ბილეთს შეიძენს. დეკემბრის შუა რიცხვებში ქეით მიდლტონი და მისი მეუღლე ნიუ იორკში ჩაფრინდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულ საქველმოქმედო ვახშამში. ვახშამი იმ უნივერსიტეტს ეძღვნება, რომელიც მათ დაამთავრეს. ორსული ქეთი მიდლტონი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება საქველმოქმედო ღონისძიებებზე. გასული კვირა მან ლონდონში კენსინგტონის […]

ჰოლი ბერი ყოფილ ქმარს რასიზმში ადანაშაულებს

ჰოლი ბერიმ ყოფილი ქმარი რასიზმში დაადანაშაულა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მისმა მეუღლემ 39 წლის მანეკენმა გაბრიელ ობრიმ ნება დართო მათ ქალიშვილს თმები ქერად შეეღება. ჰოლი ბერის განცხადებით, მისი ყოფილი ქმარი ყველანირად ცდილობს 6 წლის გოგონას შერცხვეს თავისი აფროამერიკული ფესვების და ამიტომაც შეაღებინა თმა ქერად. მსახიობის თქმით, ამით ბავშვს “ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანი” ადგება.

მიკი რურკი კრივს უბრუნდება

62 წლის ჰოლივუდელი მსახიობი მიკი რურკი კრივს უბრუნდება. მსახიობმა ამისთვის 15 კილოგრამიც დაიკლო და უკვე პირველი მეტოქეც ჰყავს. 28 ნოემბერს მოსკოვში მსახიობი რინგზე 29 წლის ამერიკელ მოკრივეს ელიოტ სეიმურს დაუპირისპირდება: “ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. დღეში სამჯერ ვვარჯიშობ ჩემს მწვრთნელთან ერთად. სპეციალურად ამ ბრძოლისთვის 15 კილოგრამი დავიკელი.” მიკი რურკი ჰოლივუდში კინოკარიერის დაწყებამდე მოყვარული მოკრივე იყო. 90-იან […]