3 დეკემბერი, 2014

მაიკლ დუგლასის მამა მოკლეს

duglasiჰოლივუდის მსახიობის მაიკლ დუგლასის მამა, ასევე მსახიობი კერკ დუგლასი მოკლეს. ინფორმაცია 97 წლის მსახიობის გარდაცვალების შესახებ უცხოურმა ჟურნალმა “ფიფლმა” გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა, კერკ დუგლასი ცოცხალია და ნეკროლოგი მისი გარდაცვალების შესახებ ტყუილია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალში დაბეჭდილი ნეკროლოგი გამოქვეყნებული იყო გრიფით “არ დაბეჭდოთ.”

ჟურნალ “ფიფლისთვის” ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცოცხალ ადამიანზე დაწერეს, გარდაიცვალაო. 1982 წელს ჟურნალმა შემთხვევით “დამარხა” ეიბ ვიგოდი. 2008 წელს კი თავის ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია სტივ ჯობსის გარდაცვალების შესახებ. ამ ნეკრლოოგის შემდეგ, სტივ ჯობსმა კიდევ სამი წელი იცოცხლა.

კირკ დუგლასი მსოფლიოში ცნობილია თავისი გმირებით, რომლებიც მან განასახიერა ფილმებში “სპარტაკი”, “ჩემპიონი”, “ბოროტები და ლამაზები”. 1996 წელს მსახიობს გადასცეს საპატიო ოსკარი კინემატოგრაფში გაწეული ღვაწლისთვის. 9 დეკემბერს კერკ დუგლასი 98 წლის ხდება. ასაკის მიუხედავად, ის დაკავებულია თავისი ბლოგის რეგულარული განახლებით მაისფეისზე, სამი წლის წინ კი ის ყველაზე უხუცეს ბლოგერად დასახელდა.