5 დეკემბერი, 2014

PSY რეკორდსმენია

psy1სამხრეთ კორეელი მომღერლის PSY-ს სიმღერამ Gangnam Style იუთუბის მრიცხველი წყობიდან გამოიყვანა. ჰიტის რეკორდული ნახვების გამო, ვიდეოპორტალის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ვიდეოების ნახვის 32 ბიტიანი ფორმატი, 64 ბიტამდე გაეზარდა, რადგან ამ სიმღერის ნახვებმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა.

მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეელი მომღერლის ჰიტს 2.147.483.647 ნახვა დაუგროვდა, იუთუბის მრიცხველი მოიშალა და არარეალური ციფრების ჩვენება დაიწყო.

როგორც იუთუბის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამ სიმღერას დღეში საშუალოდ 3 მილიონჯერ უყურებენ. მისი ავტორი ოთხგზის რეკორდსმენია. Gangnam Style-ის ცეკვა ისეთი პოპულარულია, რომ ის შესრულებული აქვს თითქმის ყველას, გაეროს გენერალური მდივნით პან გი მუნით დაწყებული, ფილიპინელი პატიმრებით დამთავრებული.