ჟერარ დეპარდიემ სპექტაკლი ჩაშალა

depardieფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ სპექტაკლი ჩაშალა. წარმოდგენა, რომელიც ბრიუსელის კულტურის ცენტრში უნდა გამართულიყო და პირველ მსოფლიო ომს ეძღვნებოდა, მსახიობის სიმთვრალის გამო ჩაიშალა. მსახიობს სპექტაკლში ტექსტი უნდა წაეკითხა, თუმცა სიმთვრალის გამო ყველაფერი აურ-დაურია.

ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჟურნალისტმა სტეფანო მონტეფიორიმ გაავრცელა:

“ჟერარ დეპარდიემ ყველაფერი გააფუჭა. ჯერ იყო და ტექსტი ვერ ჩაამთავრა ბოლომდე, მერერ ორკესტრს უშლიდა ხელს დაკვრაში, მერე ტექსტი საერთოდ მოისროლა და ბელგიის პოლიტიკურ მოვლენებზე ალაპარაკდა, მერე უცებ გაახსენდა, რომ ტექსტი უნდა წაეკითხა და კულისებში მდგარ ორგანიზატორებს ეკითხებოდა, რომელი ვგერდი წავიკითხოო”.

ჟერარ დეპარდიეს სახელი ბოლო დროს მხოლოდ სკანდალებს უკავშირდება. გამონაკლისი მსახიობმა არც ამჯერად დაუშვა და ბრიუსელის კულტურის ცენტრში მისულ მაყურებელს თავისი რეალური სახე დაანახა.