3 დეკემბერი, 2014

ჯულიანა მური 54 წლის გახდა

julianaამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური 3 დეკემბერს 54 წლის გახდა. მან კარიერა დაიწყო ტელევიზიაში და საპნის ოპერებშიც მონაწილეობდა. კინოში გადასვლის გადაწყვეტილება მან 90-იანი წლების დასაწყისში მიიღო და არც შემცდარა.

მისი კარიერა ჰოლივუდში წარმატებულად წარიმართა. ის მოღვაწეობს როგორც ჰოლივუდში, ასევე არტ ჰაუსში. ჯულიანა მური ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, არის ემის და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, კანის, ბერლინის და ვენეციის კინოფესტივალების პრიზიორი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის მფლობელი.

“ხანმოკლე მონტაჟი” – ის პირველი ფილმია, რომელშიც იუბილარი მსახიობი გამოჩნდა. ამ ფილმს მოყვა “დიდი ლებოვსკი”, “რომანის დასასრული”, “მაგნოლია”, “საათები”, “თამაში შეიცვალა”. წელს მისი მონაწილეობით სამი ფილმი გამოვიდა “ნონ სტოპი”, “ვარსკვლავების რუკა” და “შიმშილის თამაშები”. მომავალი წლითვის ცნობილია, რომ ჯულიანა მური კიდევ ორ ფილმში გამოჩნდება “მეშვიდე ბიჭი” და “შიმშილის თამაშების” მეორე ნაწილში.