3 დეკემბერი, 2014

ოზი ოსბორნი იუბილარია

ozyმუსიკოსი და კომპოზიტორი ოზი ოსბორნი იუბილარია. მას 3 დეკემბერს 66 წელი შეუსრულდა. ჯონ მაიკლ „ოზი“ ოსბორნი ინგლისელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და სატელევიზიო ცნობადი პიროვნებაა. მან პოპულარობა 70-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით ბლექ საბათში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა. 2011 წელს იგი დაუბრუნდა ბლექ საბათს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი 13. ოსბორნს წარმატებამ „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება მიანიჭა.

მუსიკოსის ალბომების გაყიდვები 100 მილიონ ასლს აღწევს. ჯგუფთან ერთად იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში. ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სატელევიზიო ვარსკვლავის სტატუსიც შეიძინა, როდესაც ემთივი რეალური შოუ ოსბორნების მონაწილე გახდა, მეუღლე შერონ ოსბორნთან და შვილებთან, კელისთან და ჯეკთან ერთად.

15 წლის ასაკში ოზი ოსბორნი სკოლიდან გარიცხეს და ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მომავალი როკ-მუსიკოსი წყალსადენის ოსტატის დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ოზი აგრეთვე მუშაობდა მლესავად, ავტომექანიკოსად, მღებავად და მესაფლავედაც კი. შემოსავალი ძალიან მცირე იყო და პატიოსანი შრომით მხოლოდ გროშების მოპოვება შეიძლებოდა, ამიტომ მან ქურდობა დაიწყო. ჯონ ოსბორნი დააკავეს და ნახევარი წელიწადი ბირმინგემის ციხეში გაატარა, სადაც თავისი ცნობილი ტატუ გაიკეთა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან გადაწყვიტა ბედი მუსიკაში ეცადა. სწორედ მაშინ მაშინ გამოჩნდა ჯგუფი, რომელიც იმ დროისთვის ვოკალისტს ეძებდა. ოზიმ მიკროფონთან დაიკავა ადგილი. მოგვიანებით, მან საკუთარი ჯგუფის შექმნისა და თანამოაზრეების პოვნის მიზნით ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა. მას პირველად ტერენს ბატლერი გამოეხმაურა, რომელსაც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ჰქონდა გიტარაზე დაკვრის სწავლა დაწყებული. მოგვიანებით მათ ტონი აიომი და ბილ უორდი შეუერთდნენ. აიომის მოსვლის შემდეგ ბატლერი’გადაბასისტდა’და ჯგუფმა მიიღო სახელწოდება “ეართ”.

ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც 1963 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმის ზეგავლენით დაიწერა, “ბლექ საბათი” იყო. მანამდე სხვა შემსრულებლების ქავარებს უკრავდნენ. ჯგუფი სხვადასხვა წლებში კლუბებში უკრავდა და საკუთარ მასალაზეც მუშაობდა. ერთხელაც, ახალგაზრდებმა ვიღაცის ყურადღება მიიქციეს და დაიბადა პირველი ჩანაწერის იდეაც. თუმცა, გაირკვა, რომ ჯგუფი, სახელწოდებით “ეართ”, უკვე არსებობდა, ამიტომ კოლექტივმა გადაწყვიტა ჯგუფს პირველი სიმღერის სახელი, “ბლექ საბათ” დარქმეოდა. 1970 წელს მათ ჩაწერეს სადებიუტო ალბომი, რომელმაც საკმაოდ კარგი ადგილები დაიკავა ინგლისურ და ამერიკულ ჩარტებში.

1971 წელს ოზიმ პირველად იქორწინა ტელმა რილისთან. 1975 წელს ჯგუფმა მენეჯერი შეიცვალა. მისი ახალი მენეჯერი შერონ ოზბორნის, ოზის მომავალი მეუღლის მამა, დონ არდენი გახდა. ოზი ჯგუფიდან წავიდა და მისი ადგილი დეივ უოკერმა დაიკავა, თუმცა მოგვიანებით ისევ ჯგუფს დაუბრუნდა. მან მამის სიკვდილი განიცადა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის აქტიურად მოხმარება დაიწყო. ჯგუფმა ალბომი ჩაწერა, ტურნეც დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ ოზიმ საბოლოოდ დატოვა ჯგუფი. მალე აიომიმ რეინბოუდან ახალი წამოსული რონი ჯეიმზ დიოც გაიცნო, რომელსაც იმ დროისთვის საკუთარი კოლექტივი არ ჰყავდა. ოზის აცნობეს, რომ მასთან მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარავის ჰქონდა.

ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ოზის დრო უსაქმურად გაჰყავდა, სანამ “ბლექ საბათის” მენეჯერის შვილმა, შერონ არდენმა არ დაიყოლია ახალი ჯგუფის შექმნაზე. მოგვიანებით ის ოზის ცოლი და ჯგუფის მენეჯერი გახდა. ჯგუფში შეიკრიბნენ გიტარისტი რენდი როუდსი, ბასისტი ბობ დეიზლი და დრამერი ლი კერსლეიკი. მათთან ერთად ერთან ოზიმ პირველი ალმობი ჩაწერა.

1997 წელს გაირკვა, რომ ჭორები ოზისა და “ბლექ საბათის” გაერთიანების შესახებ სინამდვილე იყო. ჯგუფმა ტურნე დანიშნა და ორიგინალური შემადგენლობით წარსდგა პუბლიკის წინაშე. წევრემბა 2 ახალი სიმღერა ჩაწერეს, თუმცა შეპირებული ერთობლივი ალბომი არ გამოსულა. თანდათან ოზიც და ტონიც სოლო კარიერას დაუბრუნდნენ.

ოზი ოსბორნი და მისი შემოქმედება მრავალი პრიზებითა და ჯილდოებით არის შეფასებული. მომღერალს მიაჩნია, რომ მისი მუშობის შედეგი კონცერტებზე ჩანს, როცა მსმენელი თვალებგაბრწყინებული ელოდება მისი კომპოზიციების მოსმენას.