5 დეკემბერი, 2014

მონიკა ბელუჩი ჯეიმს ბონდში ითამაშებს

monika1მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონი მონიკა ბელუჩი “ჯეიმს ბონდის” რიგით 24-ე ფილმში ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ავრცელებს. ახალ ფილმს რეჟისორი სემ მენდესი გადაიღებს. პრდიუსერებმა უკვე გაავრცელეს იმ მსახიობთა სრული სია, რომლებიც აგენტ 007-ზე გადაღებულ ფილმში იქნებიან დაკავებული. დენიელ ქრეიგს, კრისტოფ ვალცს და ლეი სეიდს შეუერთდებიან დეივ ბატისტა და ენდრიუ სკოტი. რეიფ ფაინსი, ნაომი ჰარისი და ბენ უიშოუ, რომლებმაც ითამაშეს ერთ-ერთ ბოლო ფილმში, მონაწილეობას ახალ სურათშიც მიიღებენ. მსოფლიოს გადარჩენას ჯეიმს ბონდი უკვე მონიკა ბულეჩის დახმარებით შეეცდება. მსახიობებთან ერთად გაცხადდა ის მანქანაც, რომელიც ჯეიმ ბონდის კუთვნილება გახდება, ეს ასტონ მარტინია.

ახალი ჯეიმს ბონდის გადაღებები 8 დეკემბერს დაიწყება, ფილმის პრემიერა კი 2016 წლის 6 ნოემბერს არის დანიშნული.