3 დეკემბერი, 2014

კიმ კარდაშიანი რეკორდსმენია

kimცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი კიმ კარდაშიანი რეკორდსმენია. მან რეკორდი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” დაამყარა, სადაც მისმა ქორწილის ფოტომ რეკორდული რაოდენობით მოწონება (ლაიქი) დააგროვა და 2014 წლის ყველაზე პოპულარული ფოტო გახდა.

კიმ კარდაშიანისა და მისი რეპერი მეუღლის კენი უესტის ქორწილის ფოტოს სოციალურ ქსელში 2,74 მილიონი მოწონება აქვს. მეორე ადგილზეა ჯასთინ ბიბერისა და მისი ყოფილი შეყვარებულის სელენა გომესის ფოტო 1,9 მილიონი მოწონებით. მესამე ადგილი გაიყვეს მომღერლებმა მაილის საირუსმა და არიანა გრანდემ. მათი ერთობლივი ფოტო 1,9 და 1,84 მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა.