
ცნობილი ქართველი პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე თბილისშია. მოცეკვავე საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაში, რომელსაც არ ექნება კონცერტის ფორმა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ეს იქნება თეატრალიზირებული სანახაობა და მასში საქართველოს ისტორია და მითოლოგია გაცოცხლდება. ოლიმპიადაში ევროპის 48 ქვეყნის 4 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გახსნის რეჟისურა გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის, ამიტომაც პიანისტები, […]