Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოთა რუსთაველი პლანეტა მერკურიზე

rustaveli-merkurize12016 წელი იუნესკოს მიერ შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული. ამ თარიღს საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ “ვეფხისტყაოსნის” ავტორის სახელი პლანეტა მერკურის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ღრმულს ეწოდება.

ინფორმაცია ნასას ოფიციალურ გვერდზეა გავრცელებული:

“2011 წლის 28 ივლისს გადაღებულ ამ ფერად ფოტოზე აღბეჭდილია პლანეტა მერკურის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ღრმული, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს. ღრმულს გააჩნია ბრტყელი, მოსწორებული ფსკერი. ის შემოსაზღვრულია მცირე ზომის დაქანებითა და წრიულად განლაგებული მაღლობებით.

ნასას ოფიციალური გვერდი მკითხველს შოთა რუსთაველის შესახებ მცირე ინფორმაციას აწვდის: „რუსთაველი ქართველი პოეტი იყო, რომელიც 1172–1216 წლებში ცხოვრობდა. ის ცნობილია ეპიკური ქართული პოემით „ვეფხისტყაოსანი“. მისი სახელი მინიჭებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიას, უმაღლეს ჯილდოს, რომელიც ქართველ ხელოვანებსა და მწერლებს გადაეცემათ.“