Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ოპერის ოსკარი” ნინო სურგულაძეს

1 ივლისი, 2016

nino-surguladzes-saopero-oskari1ქართველ მეცო-სოპროანოს ნინო სურგულაძეს საოპერო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – “ოპერის ოსკარი” გადაეცა.

ნინო პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ქართულ საოპერო სკოლას ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოუტანა.

პრემია დაწესებული იყო ცნობილი იტალიური საერთაშორისო  კრიტიკული გამომცემლობის მიერ GB Opera და შეირჩა საუკეთესო კრიტიკები, რომლებიც დაიწერა მათ მიერ მსოფლიოს თეატრებში.

თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი იყო 5 ნომინანტი: საუკეთესო მეცო-სოპრანო, საუკეთესო ტენორი, საუკეთესო ბარიტონი, საუკეთესო სოპრანო, საუკეთესო ბანი, საუკეთესო დირიჟორი და საუკეთესო დადგმა.

დაჯილდოების ცერემონიალი, იტალიაში როვერეტოში გაიმართა.

ნინო სურგულაძე:

“მიხარია ეს საოპერო ოსკარი, პირველი საოპერო ოსკარი ქართული საოპერო სკოლისთვის. მე მას ვუძღვნი თითოეულ ქართველს და ჩემს უსაყვარლეს და დიდ პედაგოგს, გულიკო კარიაულს და დედას, ნუნუკას.️

წარმატებები ყველა ჩვენს უნიჭიერეს ქართველს საქართველოში, თუ საზღვარგარეთ!”