4 ივლისი, 2016

უნიკალური აღმოჩენა იშხანში

agmochena-ishxanshi1ტაო კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთ ქართულ ტაძარში – იშხანში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა.

ინფორმაციას და აღმოჩენის ამსახველ ფოტოებს კვლევის ცენტრი ავრცელებს:

“იშხანში მთავარ ტაძარში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა სამარხი.

იგი შელესილია და მის ოთხივე კედელზე წითელი საღებავით (სინგურით) შესრულებულია ჯვრები და ვრცელი წარწერები. დასმულია თარიღიც – „ქორონიკონსა სკთ“, ანუ 1009 წელი.

სამარხი უთუოდ ძალზე მნიშვნელოვან პირს ეკუთვნოდა. სამარხის წარწერებს კითხულობს ბატონი თემო ჯოჯუა, რომელთაც სრული სახით ფოტომასალასთან ერთად მოგაწვდით მომავალში.”