Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დღემდე შენარჩუნებული საგანძური ვიმსხვერპლეთ”

1mariam-xachvani-daxmarebas-itxpvsახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მშობლიურ კუთხეში – სვანეთში მიმდინარე პროცესებზე წუხს. მისთვის მტკივნეულია ნაგვით სავსე ენგური და სვანური კოშკების, მაჩუბების დღევანდელი მდგომარეობა. არანაკლებ მტკივნეულია იმის აღქმა, რომ დღეს სვანმა ბავშვებმა სვანური აღარ იციან.

მარიამ ხაჭვანი:

“სვანმა ბავშვებმა სვანური აღარ იციან, არასაჭირო გახდა, არავინ ასწავლის, ინგლისურით შეცვალეს სვანური…

გუშინ ანკარა, დღეს კი ნაგვით სავსე ენგური გამძინვარებული მიათრევს ლოდებს სადღაც, მაგრამ ვერ მიათრევს კლეებზე მიკრულ ნაგავს…

ფერად-ფერადმა სახლებმა კოშკები დაფარეს…

ვუყურებ და ვერ ვიჯერებ, იმ პირობებში, როგორ ააშენეს ბუმბერაზი კოშკები, მაჩუბები, რამდენ მტერს გაუძლო, რამდენ წელს, რამდენ ზამთარს, რამდენ ზვავს, რამდენ ტყვიას და მეშვიდე საუკუნიდან დღემდე შენარჩუნებული ეს საგანძური ჩემმა და ჩემზე ცოტა უფროსმა თაობამ ვიმსხვერპლეთ, მარტივად რომ ვთქვათ, ვანგრევთ, შენარჩუნების მაგივრად…

ხო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ტურისტები განსაკუთრებულად გაოგნებულები დადიან, ყველგან გვინახავს ლამაზი მეტალო-პლასტიკატები, მაგრამ უშგულში რომ არის, მოლოდინს გადააჭარბაო. განა მართლა საუკუნოვანი ლოდების, ტაძრების, კოშკების და მაჩუბების სანახავად დადიან – მეტალოებზე გიჟდებიან თურმე…

ღმერთმა ნუ ქნას და ევროპაშიც თუ გადაიღეს ეგ მეტალოები, მერე თვითონაც ექნებათ და ჩვენთან სანახავი აღარაფერი იქნება…

ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ, შეიძლება გავგიჟდე!!!”