კულტურა

მარო თარხნიშვილის მოგონებები საჯაროა

მარო თარხნიშვილის მოგონებები საჯაროა

ლოტბარი მარო თარხნიშვილი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ყოველთვის საინტერესო იყო ქართული საზოგადოებისთვის. მის ოჯახში ყველა მღეროდა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდნენ მარო და მასზე 13 წლით უფროსი და ეკატერინე. მშობლიურ სოფელში მარო თარხნიშვილმა არ დატოვა სიმღერა, რომელიც არ იცოდა. ის ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს და მოგონებებს, რომელიც მის პირად ფონდშია დაცული. “არტინფო” წარმოგიდგენთ მარო თარხნიშვილის მოგონებას, რომელიც […]

თბილისში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა

თბილისში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა

თბილისში კიდევ ერთი კულტურული ძეგლი ინგრევა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფიცრთა სახლი შველას ითხოვს. რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა 1916 წელს არქიტექტორ დავიდ ჩისლიევის პროექტით აიგო და ის ევროპული ნეოკლასიციზმის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობა კულტურული მემკვიდრეობს ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის სამსახურმა ყოფილი ოფიცერთა სახლის შენობის მონიტორინგი განახორციელა. პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ შენობა […]

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება

კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ნადგურდება

ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას კირილე ზდანევიჩის მოხატულობის განადგურებასთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს არსებულ ვითარებაში გარკვევას დროულად სთხოვს. ნანა ყიფიანი: “იღუპება “არგონავტთა ნავის” (1919 წლის არტისტული კაფეს) კირილე ზდანევიჩის მოხატულობა ოფიცერთა სახლის სარდაფში. წლების მანძილზე ვერც სახელმწიფოსთან (ძეგლთა დაცვა, სამინისტრო) და ვერც ამ სარდაფის მეპატრონესთან (ოფიცერთა სახლი ნაწილ-ნაწილ პრივატიზებულია) ვერაფერი გავაწყვეთ. ალბათ ხმაურია, […]

ქართველების ტრიუმფი გერმანიაში

ქართველების ტრიუმფი გერმანიაში

გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ქართველ ხელოვანებზე სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. 12 სექტემბერს ქართული კულტურა გერმანიაში მრავალმხრივი მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. დუდანა მაზმანიშვილი: “დღეს ზურა რთველიაშვილს კინოში იღებენ ბერლინში, მიშა ქირიას დებიუტია Deutsche Oper-ში, ზაზა ბურჭულაძის ლიტერატურული საღამოა ბერლინის ლიტერატურულ კოლოქვიუმში, გოჩა აბულაძის პრემიერაა მაგდებურგის თეატრში და ანდრო ვეკუას გამოფენის გახსნაც დღევანდელ საღამოსაა.” მიშა ქირია […]

ნინო ანანიაშვილი იაპონიაში იცეკვებს

ნინო ანანიაშვილი იაპონიაში იცეკვებს

პრიმა ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იაპონელი მაყურებლის წინაშე წარსდგება. ბალერინა ტოკიოში Yokohama Minato Mirai Hall-ში მომაკვდავ გედს იცეკვებს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ასევე იაპონელი მევიოლინე ტამაკი კავაკუბო და პიანისტი სუსუმუ აოიაჯი. საკონცერტო შესრულების გარდა, ნინო ანანიაშვილი მასტერკლასებს ჩაატარებს იაპონელი თაყვანისმცემლებისთვის. ტოკიოში პრიმა ბალერინას ოცამდე ფან-კლუბი არსებობს.

ლაშა ბუღაძის ახალი ინიციატივა

ლაშა ბუღაძე: "აქციები უნდა დავიწყოთ!"

მწერალი ლაშა ბუღაძე ცდილობს ლიტერატურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩეს და ამ მიმართულებით ყურადღებით ადევნოს თვალყური სიახლეებს. ამჯერად დრამატურგს ახალი ინიციატივა აქვს და მას საჯაროდ ამხელს. მისი შეთავაზება ლიტერატურული პრემია “საბასთვის” და მისი ჟიურის წევრებისთვის არის განკუთვნილი. ლაშა ბუღაძე: “მაქვს შეთავაზება პრემია „საბასთვის“ ჟიურის წევრებისთვის: დრამატურგიის ნომინაციას ეწოდოს „დაბალი ღობის“ ნომინაცია. „საბას“ ისტორიაში ორად ორჯერ […]

მაია მახათელი დააჯილდოვეს

მაია მახათელი დააჯილდოვეს

ამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის წამყვანი სოლისტი მაია მახათელი დააჯილდოვეს. ამსტერდამის საკონცერტო დარბაზში ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის გალა კონცერტი ჩატარდა. ნიდერლანდების საბალეტო საზოგადოებამ, ე.წ. „ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის მეგობრებმა“ მაია მახათელი წლის ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ დაასახელეს. ნიდერლანდების ბალეტის ყოფილმა პრიმა ბალერინამ, ალექსანდრა რადიუსმა თავისი სახელობის პრიზი ქართველ მოცეკვავეს გადასცა. მაიამ ჰოლანდიურად მიმართა დამსწრე საზოგადოებას და დიდი მადლობა გადაუხადა […]

გაგა ჩხეიძე: ,,კულტურის დაფინანსება არაადექვატურია!”

გაგა ჩხეიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე საქართველოში კულტურის დაფინანსებაზე საუბრობს და საჯაროდ აცხადებს, რომ ამ სფეროს დაფინანსება არაადეკვატურია. გაგა ჩხეიძე: “საბას დაჯილდოების ჩანაწერი ვნახე. ქეთი ქანთარიამ სრულიად სამართლიანად გააკრიტიკა კულტურის სამინისტრო, რომელმაც მეტი უნდა გააკეთოს მხატვრული თარგმანის დასახმარებლად, მაგრამ მე ვთვლი, რომ სრულიად უადგილო იყო ლიტერატურული თარგმანის დაფინანსების შედარება კინოს დაფინანსებასთან. ჯერ ერთი, ასეთი გამოსვლა […]

ქართულმა ანსამბლმა ჩეხეთში გრანპრი მოიგო

ქართულმა ანსამბლმა ჩეხეთში გრანპრი მოიგო

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეს XIII საერთაშორისო ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალ-კონკურსი “HOLIDAY OF TIME” ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამ ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მხედრული-2“ და ფესტივალის გრან-პრი მოიგო. ქართველ მოცეკვავეებს ფოლკლორის საუკეთესო წარმოჩენისთვის სპეციალური დიპლომიც გადაეცათ. წლევანდელ ფესტივალ-კონკურსში სხვადასხვა ქვეყნების ბავშვთა და მოზარდთა კოლექტივები მონაწილეობდნენ. მათგან საუკეთესოდ კი ფესტივალის ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ქართველები მიიჩნიეს […]

ქართველმა მხატვარმა რომში გაიმარჯვა

ქართველმა მხატვარმა რომში გაიმარჯვა

ქართული კულტურა და ხელოვნება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები, რეჟისორები, პოეტები თუ მწერლები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებებს აღწევენ და სამშობლოში პრიზებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებიან. გამონაკლისი არც 15 წლის ლიზი ბუდაღაშვილი (მარტელია). მოზარდი ერთდროულად მხატვარიცაა, მუსიკოსიც და პოეტიც. ლიზიმ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ რომში გამართულ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების აკადემიის კონკურსში, […]