კატეგორია: კულტურა

“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა

“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალთან არსებული კარიერის გათხრების დროს აღმოჩენილი “ბერიკლდეების” არქეოლოგიური ობიექტი მოინახულა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და გაგრძელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია სრულად შეისწავლის არსებულ ობიექტს. რაც შეეხება უკვე დაზიანებულ ნაწილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო […]

ჯემალ თოფურიძის მოთხრობები წიგნად გამოიცა

23 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება მწერალ ჯემალ თოფურიძის 66 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი ახალი წიგნის „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” და სხვა მოთხრობები პრეზენტაცია. „ჯემალ თოფურიძე უაღრესად ადამიანური მწერალია. მან შესანიშნავად იცის, რომ მხოლოდ თანაგრძნობამ შეიძლება გადაარჩინოს პიროვნება. თვითონ მწერლის დამოკიდებულებაც უაღრესად თავისებურია პერსონაჟების მიმართ. მას აქვს თანაგრძნობაც, ტკივილიც, ნატიფი ირონიაც, მაგრამ აქვს აგრეთვე […]

“შეაჩერე ნგრევა!” – აქცია კულტურის სამინისტროსთან

“შეაჩერე ნგრევა!” – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. “საყდრისს ანგრევენ დღისით და ღამით! თუმცა ჯერ კიდევ დარჩენილია არქეოლოგიური ფენები! ნიკა ანთიძემ ხელი მოაწერა “პანორამა თბილისის” პროექტს! შევაჩეროთ კულტურის ნგრევა! შემოგვიერთდით ყველა! – ასეთი მოწოდებებით გამოდიან აქციის ორგანიზატორები, რომლებიც 22 დეკემბერს 17:30-ზე სანაპიროს 4 ნომერში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მიხეილ გიორგაძის უწყების […]

ბერი კლდეების ნამოსახლარი განადგურებულია

საყდრისი ყაჩაღიანის უძველესი მაღაროს შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი უძველესი არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანს, რომ ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6 ათას წელს ითვლის. იქ, სადაც სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ამჟამად კი ყველაფერი განადგურებულია, ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან […]

ანა კალანდაძის იუბილეზე ალბომი გამოიცა

"პირველი სიტყვა, რომელიც ანა კალანდაძის მისამართით გავიგონე, ბოროტი იყო"

ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო ალბომი გამოიცემა. 22 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სიუბილეო საღამო და სამახსოვრო ალბომის ,,ორი ანა“ პრეზენტაცია გაიმართება. ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საღამოზე ანა […]

ნიკა მაჩაიძე ლექციას წაიკითხავს

მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე ლექციას წაიკითხავს. ღონისძიება ევროპის სახლში ჩატარდება, რომელიც მოიცავს ლექცია-ვორქშოფებს არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით. ნიკა მაჩაიძე ისაუბრებს თემაზე “საუნდით შექმნილი შინაარსი”. ლექციების გამართვამდე 19 დეკემბერს ევროპის სახლში სპეციალური გამოფენა გაიხსნება სახელწოდებით UNTOLD STORIES. ექსპოზიციას წარმოადგენს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და კურატორთა ლაბორატორია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. “ჩვენი ცხოვრება სავსეა […]

“პატარა ვარსკვლავები” ახალ შოუს წარმოადგენენ

26 დეკემბერს “თბილისი არტ-ჰოლში” ფოცხიშვილების ბავშვთა ქორეოგრაფიული დასი “პატარა ვარსკვლავები” წარმოადგენს ბავშვთა ქორეოგრაფიულ შოუს “ახალი მზე”. ქორეოგრაფიული წარმოდგენა შედგება 2 აქტისგან. პირველ აქტში შესრულდება კოლხურის სუიტა, ხორუმი, პრელუდია, დაისი, კავკასიური სუიტა, ქალთა მოხეური და უკვდავნი. მეორე აქტში წარმოდგენილი იქნება სიყვარული ყველას უნდა, მუხამბაზი, ძველი თბილისი, ქართული მოდერნი, მსოფლიო რიტმები, სულიკო და მხედრული. ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი, […]

ეროვნული მუზეუმი: “საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკიდურესად შეშფოთებულია საყდრისი-ყაჩაღიანთან უკანასკნელ დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბოლო დროს, სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობისა და კომპეტენციის არასწორი ინტერპრეტაცია, რითაც ილახება ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო რეპუტაცია, ყოველივე ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს, ამიტომ გვინდა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მუზეუმის პოზიცია, რომ ჩვენი, გერმანული მხარისა და სხვა, პარტნიორი დაწესებულებების, მიერ ყველა საერთაშორისო […]

ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილე სამებაში აღინიშნება

ცნობილი ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი საღამო ,,პორტრეტის ხელოვნების საიდუმლო” და გამოფენა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში აღინიშნება. მისი ორგანიზატორები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის პირველი ხელოვნების სამხატვრო სკოლა, დირექტორი ქეთევან ბარნაბიშვილი, იდეის ავტორი ქალბატონი ლია ბუაძე. სკოლის მოსწავლეებმა ამ იუბილესთან დაკავშირებით შეასრულეს პორტრეტული […]

მიხეილ გიორგაძე: “პასუხისმგელობას ვიღებ!”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საყდრისზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს და იმასაც აღნიშნავს, რომ პატრიარქის აზრს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: “ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვს და პირადად მას აუცილებლად გავაცნობ საქმის დეტალებს. ასევე იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება, ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, […]