9 დეკემბერი, 2016

ნინო მაჩაიძის ტრიუმფი ნეაპოლის თეატრში

ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში წარმატებით გამოდიან და სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში მთავარ პარტიებს ასრულებენ.

გამონაკლისი არც ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძეა, რომელმაც ნეაპოლის სან-კარლოს თეატრში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

მან დეზდემონას არია შეასრულა და კიდევ ერთხელ მონუსხა საოპერო ხელოვნების მოყვარული ევროპელი მსმენელი.

სპექტაკლის ბოლოს სცენაზე გამოსული ნინო მაჩაიძე დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოვა.