13 დეკემბერი, 2016

გელათში საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩასული წყალი რეცხავს

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ძეგლი – გელათი საფრთხის წინაშეა.

შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომლის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელთან არის დაკავშირებული, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დააზიანა.

ინფორმაციას და ვიდეოს ქართველი ისტორიკოსი და დიპლომატი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს:

“SOS! SOS! SOS! გელათში ამ შაბათ-კვირის წვიმებმა აჩვენა, რომ არაფრად ვვარგივართ. გელათის საუკუნოვან ფრესკებს ჭერიდან ჩამოსული ნაკადულები რეცხავენ. ასე გვინდა იუნესკო-ს ძირითად ნუსხაში დაბრუნება? და, საერთოდ, ვართ ჩვენ გელათის ღირსნი?”