კატეგორია: კულტურა

ომარ მხეიძის საიუბილეო კონცერტი გაუქმებულია

14 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მოცეკვავის ომარ მხეიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღნვილი ღონისძიება “ბრავო ომარ!” უნდა გამართულიყო. ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ საბავშვო და ახალგაზრდულ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, მათ შორის ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებულ ანსამბლებს. კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ომარ მხეიძისთვის ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო “ხელოვნების […]

გურამ დოჩანაშვილს ბათუმში ელოდებიან

მთავარი სათქმელი გურამ დოჩანაშვილისგან

„შეხვედრის საბა-ბი“ – ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. ეს პრემია „საბას“ ახალი საგანმანათლებლო აქციააა, რომლის ფარგლებში „საბას“ ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან, ამავე რეგიონის სოფლის სკოლებს კი საჩუქრად „საბას“ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს გადასცემენ. ამ აქციის ფარგლებში 76 წლის ქართველი კლასიკოსი გურამ დოჩანაშვილი ბათუმს ეწვევა და 14 ივნისს თავის […]

მაია მახათელი: “არჩევანის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ”

ქართველი ბალერინა მაია მახათელი წლებია ამსტერდამში ცხოვრობს და ჰოლანდიურ ნაციონალურ ბალეტში ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრებისთვის უკვე სეზონის ბოლოა, ქართველი მოცეკვავისთვის არაფერი შეცვლილა. მისი თეატრი სეზონს ერთ თვეში დახურავს. ამ ერთი თვის განმავლობაში კი საბალეტო დასს უწყვეტი რეპეტიციები აქვს და მაყურებელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება. რას ნიშნავს ქართველი ბალერინასთვის იყოს თავისი ქვეყნის ელჩი ამსტერდამში, როგორია მისი […]

კრაკოვში თბილისის დღეები ჩატარდება

12-14 ივნისს თბილისის დაძმობილებულ ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი) „თბილისის დღეები“ გაიმართება. მსგავს ღონისძიებას რამოდენიმე წლის წინ უკვე უმასპინძლა კრაკოვმა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ქართული კულტურა და საპასუხოდ პოლონელ ხელოვანებიც მიიღეს თბილისში. ამჯერად „თბილისის დღეები“ პოლონური მხარის ინიციატივით დაიგეგმა და 12 ივნისს, თანამედროვე ქართული საბალეტო წარმოდგენის „ჰარირა“ ჩვენებით გაიხსნება, რომლის ქორეოგრაფიც მარიამ ალექსიძეა. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა […]

რუსუდან ფეტვიაშვილის კიდევ ერთი საჩუქარი თბილისელებს

მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია ქართულ კულტურაში. მისი მხატვრობა იმდენად ორიგინალური და თვითმყოფადია, რომ მისი ნამუშევრების ამოცნობა დამთვალიერებელს ერთი შეხედვით შეუძლია. ხელოვნების სასახლის შემდეგ, მხატვარმა თავისი ნამუშევრები ამჯერად ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფინა. ამ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 50 სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრის ბოლო პერიოდში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. პროექტის მიზანია ახალი […]

„უკანასკნელი ცისფერყანწელი“ გამოცემულია

“უკანასკნელი ცისფერყანწელი” – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც ნინო ჩხიკვიშვილმა გამოსცა. კრებულის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში 11 ივნისს გაიმართება და ის პოეტის კოლაუ ნადირაძის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება. წელს ქართველი პოეტის, ცისფერყანწელთა წევრის კოლაუ ნადირაძის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. წიგნი „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ წარმოადგენს პოეტზე ბიოგრაფიული რომანის შექმნის და ცისფერყანწელთა ეპოქის გაცოცხლების პირველ მცდელობას. კოლაუ ნადირაძე ქუთაისის კლასიკურ […]

ნოღას ციხის აღდგენა დაიწყო

ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება. სამეგრელო ზემო-სვანეთის ძეგლთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მარტვილის რაიონის გამორჩეული ძეგლის – ნოღას ციხე-კომპლექსის აღდგენის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად შეაფასა. ნოღას ციხე მარტვილის რაიონში, სოფელ ნოღაში, სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილას, მოსწორებულ გორაკზე ისტორიული […]

ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. 4 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/178 ბრძანებით, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თეატრის მთავარი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დაკავებული თანამდებობა ცნობილმა დირიჟორმა […]

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი თელავში გაიხსნება

4 ივნისს თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ,საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ,,რუსთავი”, ,,ერისიონი”, ,,ბასიანი”, ,,წინანდალი”, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი. ფესტივალი მოიცავს […]

ფიროსმანის ნახატები ბათუმში გამოიფინება

ფირომანის ნამუშევრები ვენაში

ფიროსმანის მოგზაურობა საქართველოში გრძელდება. პროცესი ყველა წესის გათვალისწინებით – რესტავრატორისა და დაცვის სამსახურების გამკაცრებული ზედამხედველობით ხორციელდება. თბილისის, ქუთაისისა და წინანდლის შემდეგ, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში 5 ივნისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება და 30 ივნისამდე გაგრძელდება. წინანდალში ფიროსმანის გამოფენა გუშინ დასრულდა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზემში გასული ერთი თვის განმავლობაში მირზაანის კოლექცია 9 743 ვიზიტორმა […]