14 დეკემბერი, 2016

განსაკუთრებული ჯილდო ნინო სურგულაძეს

საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ჯილდო მიანიჭეს.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო სოპრანო კარიერული წარმატების პარალელურად, ქველმოქმედებითაც არის დაკავებული და მის მიერვე დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხის” მეშვეობით პატარების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

სწორედ ქველმოქმედებისთვის და მსოფლიოში წარმატებული კარიერისთვის ნინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი მიენიჭა. ჯილდო მომღერალს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტონიმ გადასცა.

მეცო სოპრანოს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიასა და მის მშობლიურ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებისთვის მიანიჭა.