11 დეკემბერი, 2016

ბიძინა კვერნაძის და ზაქარია ფალიაშვილის მოპარული მუსიკა

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზაქარია ფალიაშვილი და ბიძინა კვერნაძე თავის ნაწარმოებებს მოპარული მუსიკით ქმნიდნენ? რა თქმა უნდა, არა.

მათ შემოქმედებაზე თაობები აღიზარდა და ორივე კომპოზიტორის მუსიკას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ბათუმის საოპერო დასის მომღერალი ინგა ჯახუტაშვილი ჯაკომო პუჩინის “ტოსკადან” ნაწყვეტს აქვეყნებს წარწერით:

“არ გავს კვერნაძის თუთაშხიადან მელოდიას? არადა პუჩინია, ოჰ ტოსკა!! ჰეჰე (ცოტას ვიპარავთ ბევრს არა…)”

ინგა ჯახუტაშვილს ტენორი გიორგი ონიანი გამოეხმაურა:

“მასე, ფალიაშვილსაც აქვს მოპარული ტოსკადან მუსიკა… აბესალომი და მურმანის დუეტში იდენტურია ადგილები… “დაისი” კიდე “სოფლის ღირსების” ქართული ვარიანტია… სიუჟეტითაც და მუსიკალური კონსტრუქციითაც… ეგ ნორმალურია… ვერდიც ბაძავდა დონიცეტის თავიდან… 1848 წლამდე…”