იამაყეთ! ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს იპყრობს. პიანისტი არაერთი საერთაშორისო პრემიის და ჯილდოს მფლობელია.

ამჯერად ხატია საფრანგეთის პირველ არხზე TF1 2016 წლის მუსიკოსის ოქროს Q d’Or-თ დააჯილდოვეს.

პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტის ნიჭი 3 წლის ასაკში დედამ აღმოაჩინა. მას შემდეგ, ფორტეპიანო ხატიას ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია.

ის კონცერტებს მთელ მსოფლიოში ატარებს და წამყვან ორკესტრებთან ერთად უკრავს.