ჭდე: გივი ბერიკაშვილი

გივი ბერიკაშვილი – მაყურებლის სიყვარულით განებივრებული მსახიობი

გივი ბერიკაშვილი - მაყურებლის სიყვარულით განებივრებული მსახიობი

გივი ბერიკაშვილი ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი კინო თუ თეატრალური როლები მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. როდესაც გივი ბერიკაშვილს თეატრზე უწევდა საუბარი, ყოველთვის ერთ ისტორიას იხსენებდა: “ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი და მარჯანიშვილის თეატრის გზები გადაიკვეთა. შვიდი წლის გახლდით, სალაროს წინ ფოტო რომ გადავიღე, რომელზეც ჩემთან ერთად ქალბატონები სესილია თაყაიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე […]

გივი ბერიკაშვილის ბიუსტი ხელოვნების სასახლეში

რას ერჩიან გივი ბერიკაშვილს?

18 მაისს, 17 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული ვარსკვლავის, ყველასათვის საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის “უკვდავთა ბაღში” ხელოვანის ბიუსტი გაიხსნება. მსახიობის უახლოესმა მეგობარმა, მოქანდაკე თემურ ჭყონიამ, გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მის სიცოცხლეშივე შექმნა, რომელიც თბილისის მერიის ხელშეწყობით ბრინჯაოში ჩამოისხა. ღონისძიებაზე, მსახიობის მეგობრები და კოლეგები […]

გაიხსნას გივი ბერიკაშვილის ქუჩა!

რას ერჩიან გივი ბერიკაშვილს?

ამ მოთხოვნით ქართული საზოგადოება საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს საქართველოს დედაქალაქში გაიხსნას ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩა. მოქალაქეები სპეციალურ ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ, რომ თბილისში ბევრ ქუჩას ისეთი ადამიანის სახელი ჰქვია, რომლებმაც დიდი ვერაფერი მოუტანეს საქართველოს. ამიტომ მოითხოვენ თბილისში გადაერქვას “რომელიმე” ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანის სახელობის ქუჩას […]

უკანასკნელი საჩუქარი გივი ბერიკაშვილს

რას ერჩიან გივი ბერიკაშვილს?

დღეს სრულიად საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარულ მსახიობს გივი ბერიკაშვილს. მსახიობი ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გივი ბერიკაშვილს უკანასკნელი საჩუქარი მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გაუკეთა და მას სპეციალური სიმღერა და ვიდეორგოლი მიუძღვნა. ანრიმ სპექტაკლიდან “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” გოგი ცაბაძის სიმღერის “ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია” ახლებური ვერსია ჩაწერა. სიმღერაზე […]

“რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!”

"რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!"

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე კოლეგას გივი ბერიკაშვილს იხსენებს და მის გულისტკივილზე ღიად საუბრობს: “გივი მოვიდა ჩემთან, ძალიან შეწუხებული იყო. მითხრა ხელფასი მომიჭრეს, იმას ვტირივარ, ზურას რა ვუყო, ზურა იღებდა ჩემს ხელფასს, არ ვიცი, მოკვდება ალბათ მშიერიო. მაშინ ცოტა უხეშად მომივიდა და ვუთხარი, მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, სხვისი ტკივილი რომ გაიგო-მეთქი. ეს იყო 2 […]

გივი ბერიკაშვილია დაბალი დონის მსახიობი-მასხარა?

უმნიშვნელოვანესი ეტაპები გივი ბერიკაშვილის ცხოვრებაში

მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებამ ბევრს დასწყვიტა გული, თუმცა საუბედუროდ, ადამიანთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მას დაბალი დონის მსახიობი-მასხარა უწოდა. ინფორმაცია ამის შესახებ იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ გაავრცელა: “გუშინ ალეკო მალხაზიშვილი გამოაცხადეს დაუმორჩილებელ გმირად და ქართული იუმორის კორიფედ! დღეს გივი ბერიკაშვილზე წერენ – ეგ დამონებული და თან დაბალი დონის მსახიობი-მასხარა იყოო… და მერე თქვენ მიკრძალავთ, რომ ავდგე და […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო

ილია ჭავჭავაძის იუბილე პრემიერით აღინიშნება

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა გადაიდო. 13 აპრილს თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს მაყურებლისთვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მიხედვით სპექტაკლის “მგზავრის წერილები” პრემიერა უნდა წარედგინა. დაანონსებული პრემიერა 21 აპრილს 19 საათზე გადაიდო. მიზეზი მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებაა. საპრემიერო სპექტაკლში მსახიობის სიძე ნიკა ნანიტაშვილი თამაშობს.

გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა

რას ერჩიან გივი ბერიკაშვილს?

83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, ქართული თეატრის ვარსკვლავი გივი ბერიკაშვილი. ეს სამწუხარო ინფორმაცია თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა. გივი ბერიკაშვილი რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გივი ბერიკაშვილი რეანიმაციაშია

რუსთაველის პრემია გივი ბერიკაშვილს

თეატრისა და კინოს მსახიობს გივი ბერიკაშვილს არაერთხელ გაუვრცელეს ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში მოხვდა და გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ეს ინფორმაციები ყოველთვის ტყუილი იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 83 წლის მსახიობი რეანიმაციაშია და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. გივი ბერიკაშვილი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას მსახიობი კახი კავსაძეც ადასტურებს. “არტ ინფო” გივი ბერიკაშვილს […]

“ღვინის ქურდები” – ფილმის სახალისო ისტორიები

"ღვინის ქურდები" - ფილმის სახალისო ისტორიები

მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ღვინის ქურდები” ქართველ მაყურებელს გამორჩეულად უყვარს, განსაკუთრებით კი გივი ბერიკაშვილის სადღეგრძელოს ეპიზოდი. 41 წლის წინ გადაღებულ ფილმში ქართველ მსახიობთა ნამდვილი თანავარსკვლავედია შეკრებილი – კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, კარლო საკანდელიძე, გულჩინა დადიანი, დავით ვაშაკიძე, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე. რეჟისორმა ვალერიან კვაჭაძემ ფილმი შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით გადაიღო. კომპოზიტორმა დავით თორაძემ თავისი განუმეორებელი კომპოზიციებით სულ სხვა […]

გვერდი 1 - 212