გივი ბერიკაშვილისა და ზურა ქაფიანიძის მხიარული ისტორია

მსახიობები გივი ბერიკაშვილი და ზურა ქაფიანიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გივი ბერიკაშვილის ბიჭს სახელი სწორედ ზურა ქაფიანიძემ დაარქვა.

ამ ისტორიას გივი ბერიკაშვილი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა:

“ზურამ ფილარმონიაში გამოაცხადა, გივი ბერიკაშვილს შვილი შეეძინა – ზურიკოო.

ვუთხარი, მე იქნებ ზურიკოს არ ვარქმევ-მეთქი…

– მე ამოდონა ხალხში ზურიკო დავარქვი და შენ სამზარეულოში რას დაუძახებ, სულ ფეხებზე მკიდიაო.”