სოფიკო ჭიაურელისა და გივი ბერიკაშვილის გენიალური დუეტი

მსახიობების სოფიკო ჭიაურელისა და გივი ბერიკაშვილის გამოჩენა თეატრსა თუ კინოში ნამდვილი დღესასწაული გახლდათ. მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა ეს წყვილი მარჯანიშვილის სპექტაკლში “ეზოში ავი ძაღლია”.

რეჟისორმა გოგი თოდაძემ კიტა ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია” 1977 წელს დადგა. ტრაგიკომედია მაყურებელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დადგმული სპექტაკლისთვის გამორჩეული კოსტიუმები შექმნა უშანგი იმერლიშვილმა, ულამაზესი მუსიკა დაწერა ვახტანგ კუხიანიძემ, ქორეოგრაფმა იური ზარეცკიმ კი სოფიკო ჭიაურელსა და გივი ბერიკაშვილს დაუვიწყარი ცეკვა დაუდგა, რომელიც ყოველთვის მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.