15 მაისი, 2023

გივი ბერიკაშვილი ყველაზე მთავარზე

ლეგენდარული მსახიობი გივი ბერიკაშვილი ყველაზე მთავარზე – თეატრზე საუბრისას მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ისტორიას იხსენებდა:

“ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი და მარჯანიშვილის თეატრის გზები გადაიკვეთა. 7 წლის გახლდით, სალაროს წინ ფოტო რომ გადავიღე, რომელზეც ჩემთან ერთად ქალბატონები – სესილია თაყაიშვილი და ვერიკო ანჯაფარიძე იყვნენ გამოსახულნი. ჩემი ერთი ხელი ქალბატონ ვერიკოს ეჭირა, მეორე – ქალბატონ სესილიას. ეს იყო ჩემი თეატრალური ნათლობა.”