15 მაისი, 2022

გივი ბერიკაშვილის უძვირფასესი სიტყვები

ლეგენდარულმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა ათასობით ერთგულ მაყურებელს “გამოსათხოვარი” ლექსი ერთ-ერთ “იუმორინაზე” წაუკითხა:

“ვეცადე მეთქვა სათქმელი,
რაცა მსურდა და მეწადა,
არ დავაკელი საცდელი
თეატრს, კინოს და ესტრადას.
ჩემს გულში უპირველესი,
რასაც ვერაფერს შევადრი
რაღა თქმა უნდა, ბრძანდება
მარჯანიშვილის თეატრი.
ღმერთო, აცხონე სულები
წასული ვარსკვლავებისა,
მადლობა შენ, რომ მათ გვერდით
სცენაზე დგომა მეღირსა.
მადლობა ყველა რეჟისორს,
ვინც ზრდაში ხელი წამიკრა,
მადლობა იმას, თუნდ ერთხელ
ვინც თბილი ტაში დამიკრა.
თუ ვინმე მიცნობს
ეკრანის დიდი წვლილია ამაში,
ჩემს აქტივშია კინოში
ასამდე როლის თამაში.
მინდორში პეპლებს ვიჭერდი,
ვენახშიც ვიყავ, ყანაშიც,
ხან კამერაში ვიჯექი,
ხანაც ელიბოს მარანში.
“ლონდრეში” შიშველს მიღებდნენ,
რა აღარ გადავიტანე,
საქართველოში სტრიპტიზი
პირველმა შემოვიტანე.
ასე ქრონოლოგიურად
არც ნაკლები და არც მეტი,
20 წლის წინათ აქ შესდგა
ჩემი და კახის დუეტი.
ანეკდოტს კი არ ვყვებოდით
მიხოზეა და მაროზე,
ჩვენ იმას ვახმოვანებდით
ხალხი რას ამბობს წყაროზე.
მადლობა კახი კავსაძეს
ყველა განვლილი წლისათვის,
მეკუთვნის ერთი ორდენი
მე ამის გაძლებისათვის.
მიუხედავად ამისა,
80 წელი მამეცა
რა ძალამ გამაძლებინა
კახისაც უკვირს და მეცა.
თქვენი დამსახურებაა
თუ გივი კაი კაცია,
წავალ და იქაც მიშველის
თქვენი რეკომენდაცია.
მადლობა სიყვარულისთვის
ვინც მიძმო, ვინც დამაფასა,
დაგბრუნებოდეთ სიკეთე
სულ ყველას ერთი ათასად.”

ACCESS · SINGAPORE