23 მარტი, 2023

დაუჯერეთ გივი ბერიკაშვილს

ლეგენდარული მსახიობი გივი ბერიკაშვილი ჯერ კიდევ ათეული წლის წინ სიმღერით “აფრთხილებდა” საზოგადოებას, რომ ფულსაც ობი ეკიდება, მის შეგროვებაში ცხოვრება გავა და ოხრად დაგვრჩება.

მსახიობი კომპოზიტორ გოგი ცაბაძის სიმღერას “ნუ აგროვებ ფულს და ოქროს”, რომელიც პოეტ პეტრე გრუზინსკის ლექსზე შეიქმნა რეჟისორ გიორგი კახაბრიშვილის უკვდავ ტელესპექტაკლში “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” მღერის.