Tag: საქველმოქმედო კონცერტი

ლიზი პოპი ძალადობის წინააღმდეგ

საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ქართველი მომღერალი ლიზი პოპი, იგივე ლიზა ჯაფარიძე ძალადობის წინააღმდეგ გამოდის. პატარა მომღერალმა მაგთი კლუბში სპეციალური საქველმოქმედო საღამო გამართა, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მოეწყო. ლიზა ჯაფარიძის კონცერტს პატარა ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია ბავშვთა ძალადობის თემა, რამაც გამოიწვია 2014 […]

სუხიშვილები ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ

სუხიშვილები 70 წლის იუბილეს ფარგლებში ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები ჯაბა ქარსელაძე და ელგა ფორჩხიძე, ასევე დათო არჩვაძე, ნონა ჯავახიძე, დავით სუმბაძე, ანსამბლი “თამარიონი” და ფრანგი შემსრულებლები. 17 მაისს გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს. პირველი […]

ნიჭიერთა ათწლედისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

4 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედი” მხარდასაჭერი პირველი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “კლასიკიდან ჯაზურ იმპროვიზაციამდე” გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანა ავალიშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი, გიორგი შავერზაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, დინი ვირსალაძე, დავით ევგენიძე, ზურაბ რამიშვილი, პავლე კვაჭაძე, კახი ჯაგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ლევან კემულარია, პაპუნა შარიქაძე, მიხეილ ხოშიკიანი, გიორგი კაპანაძე, საქართველოს სულხან […]

თამრიკო ჭოხონელიძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქველმოქმედებისთვის იმღერებს. 30 აპრილს გორში, კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი ადუაშვილების ოჯახის დასახმარებლად. კონცერტის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი “იმედით გამოწვდილი ხელები”. თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გორში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან ნოდიკო ტატიშვილი, მიშა სულუხია, თეატრალურის კვარტეტი, მიშა ზაქარიაშვილი, ოთიკო ანდრიაძე, მადონა შველიძე, თამარ მაყაშვილი და მაგდა ბეჟანიშვილი. კონცერტი კორის კულტურის სახლში 18 საათზე დაიწყება.

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

პიანისტი თათია შარანგია თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ახალდაფუძნებული ორგანიზაცია “ნათელი საქართველოა”. საკონცერტო პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი. პირველ ნაწილში შესრულდება ბეთჰოვენის 32-ე ვარიაცია და 21-ე სონატა, მეორე ნაწილში შოპენის “სკეცო N2”, “ფანტაზია ექსპრომტი”, “რევოლუციურ ეტიუდი”, “ანდანტეს პიანატო” და “დიდი პოლონეზი”. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება […]

ნინო სურგულაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

29 დეკემბერს ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე და მისი საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” რუსთაველის თეატრში მეორე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მასში მონაწილეობენ ჩელისტი ანა რუცნერი, აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, გიტარისტი ლუკა ლუჩინი, პიანისტი ოლივერ პული, მევიოლინე ალექსანდრა სუმი, სოპრანო ლაურა ჯორდანო, ბარიტონი ალფონსო ანტონიოცი, ჯგუფი ეგარი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, […]

რომში ქართული გალობის კონცერტი გაიმართება

იტალიის ქალაქ რომში 7 დეკემბერს ქართული გალობის კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ფონდი “ქართული გალობაა”. ფონდი განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღვწვიან ქართული საეკლესიო […]

თამარ ივერი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

10 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კონცერტს გამართავს. კონცერტს წარმოადგენს მის მიერვე დაარსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ფონდი “დაცული საზოგადოება”. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოპრანო თამარ ივერი და მისი მეგობრები, მსოფლიო სცენის ვარსკვლავები გიორგი გაგნიძე, ირაკლი კახიძე და სოფია მოზერი. ეს იქნება საქველმოქმედო კონცერტით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად. “ჩვენ ვერ აღმოვფხვრით უკიდურეს სიღარიბეს, […]