11 მაისი, 2015

ლიზი პოპი ძალადობის წინააღმდეგ

1liziსაბავშვო ევროვიზიის მონაწილე ქართველი მომღერალი ლიზი პოპი, იგივე ლიზა ჯაფარიძე ძალადობის წინააღმდეგ გამოდის.

პატარა მომღერალმა მაგთი კლუბში სპეციალური საქველმოქმედო საღამო გამართა, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად მოეწყო. ლიზა ჯაფარიძის კონცერტს პატარა ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქტუალურია ბავშვთა ძალადობის თემა, რამაც გამოიწვია 2014 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოს წარმომადგენლის ლიზი ჯაფარიძის დაინტერესება. იგი შეეცადა მხარში დადგომოდა მათ, ამიტომაც მაგთი კლუბში მცირე საქველმოქმედო კონცერტი დაგეგმა.

საღამოდან შემოსული თანხა საზოგადოება ”ბილიკის” მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელებს მოხმარდებათ.