4 მაისი, 2015

ნიჭიერთა ათწლედისთვის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

1nich4 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედი” მხარდასაჭერი პირველი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “კლასიკიდან ჯაზურ იმპროვიზაციამდე” გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანა ავალიშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი, გიორგი შავერზაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, დინი ვირსალაძე, დავით ევგენიძე, ზურაბ რამიშვილი, პავლე კვაჭაძე, კახი ჯაგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ლევან კემულარია, პაპუნა შარიქაძე, მიხეილ ხოშიკიანი, გიორგი კაპანაძე, საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის, ნოდარ ჟვანიასა და ოთარ ჩუბინიშვილის შემადგენლობით

კონცერტიდან შემოსული თანხა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.