3 დეკემბერი, 2014

თამარ ივერი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

iveri10 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი კონცერტს გამართავს. კონცერტს წარმოადგენს მის მიერვე დაარსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ფონდი “დაცული საზოგადოება”.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოპრანო თამარ ივერი და მისი მეგობრები, მსოფლიო სცენის ვარსკვლავები გიორგი გაგნიძე, ირაკლი კახიძე და სოფია მოზერი. ეს იქნება საქველმოქმედო კონცერტით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად.
“ჩვენ ვერ აღმოვფხვრით უკიდურეს სიღარიბეს, შიმშილსა და უთანასწორობას, ვერ მივაღწევთ ათასწლეულის სხვა მიზნებს, თუ მეტი ყურადღება არ დავუთმეთ ძალადობის მსხვერპლზე ზრუნვას. მეტი რესურსი ადამიანთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ჩვენი მისიაა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, გენდერული თანასწორობის დაცვა, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი განათლების მიღება ადამიანის უფლებების სფეროში, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, ღია, თავისუფალი, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა,” – აცხადებენ ფონდში.