ნინო სურგულაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

nino-29 დეკემბერს ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე და მისი საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” რუსთაველის თეატრში მეორე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მასში მონაწილეობენ ჩელისტი ანა რუცნერი, აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, გიტარისტი ლუკა ლუჩინი, პიანისტი ოლივერ პული, მევიოლინე ალექსანდრა სუმი, სოპრანო ლაურა ჯორდანო, ბარიტონი ალფონსო ანტონიოცი, ჯგუფი ეგარი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.

ქართველმა მეცოსოპრანომ ნინო სურუგლაძემ ფონდი “ნატვრის ხე” ამ ზაფხულს დააარსა და პირველი კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა, რომელშიც ასევე მსოფლიო ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას. “ნატვრის ხეს” დიტო ცინცაძის ფონდიც შეუერთდა და მათ ერთობლივად 5 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ამჯერად ნინო სურგულაძე და მისი მეგობარი უცხოელი ვარსკვლავები 4 ბავშვის გადასარჩენად გაერთიანდებიან. ნომერი 0901 900 999 ყველანაირი ბეგრისგან განთავისუფლებულია და ყოველი დარეკილი ნომრიდან 1 ლარი “ნატვრის ხის” ანგარიშზე ჩაირიცხება.