რევაზ ინანიშვილი

რევაზ ინანიშვილი გურამ რჩეულიშვილზე

რევაზ ინანიშვილი გურამ რჩეულიშვილზე

მწერალი რევაზ ინანიშვილი თავის კოლეგაზე უდროოდ დაღუპულ გურამ რჩეულიშვილზე და მის სიკეთესა და სათნოებაზე იგონებდა: “ერთხელ გურამს ახალი შარვალი უყიდეს. ძალიან კარგი შარვალი იყო მაუდისა, მაგრამ გურამმა არ ჩაიცვა. – არაო, არ ჩავიცმევო. არც ამბობდა რატომ. იკოხებოდა და შარვლის დანახვაც არ უნდოდა, არადა ძველი ძალიან შელახული იყო. ბოლოს როგორც იქნა დედას გაუტყდა: – ჩემს ამხანაგებს […]

რევაზ ინანიშვილის ოქროს სიტყვები

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

მწერლის რევაზ ინანიშვილის ჩანაწერები სავსეა ქართველებისა და საქართველოს სიყვარულით. ამონარიდი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ნამდვილად ოქროს სიტყვებია: „თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე. ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, […]

რა ხდება რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით?

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

მწერალ რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხაშმში მიტოვებული და გაპარტახებული კარ-მიდამო მოწესრიგდებოდა და სახლ-მუზეუმად გადაკეთდებოდა. მწერლის მშობლიური სახლის მოწესრიგების საკითხი ჯერ კიდევ 2014 წელს გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის დროს დადგა. – თუ იცით, რა ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით? – უკითხულობს პოეტი თემო ჭახნაკია: “პირველად გურამ ოდიშარიას ინიციატივით დაიძრა ეს თემა, მაშინ კულტურის მინისტრი […]

ქართველი მწერლების პორტრეტები ონის კულტურის სახლის კედელზე

ქართველი მწერლების პორტრეტები ონის კულტურის სახლის კედელზე

ონის კულტურის სახლის კედელზე ქართველი მწერლების პორტრეტები დახატეს. იდეის ავტორი ონის სამხატვრო სკოლა და მისი დირექტორი ელენე მაგრაქველიძეა. ონის კულტურის სახლის კედელზე სამხატვრო სკოლამ ვაჟა ფშაველას, რევაზ ინანიშვილის, ტერენტი გრანელის, ილია ჭავჭავაძის პორტრეტები დახატა და ამით ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

მწერალ რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. შემოქმედის ოჯახის ჩართულობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის პროექტირების თანხები და 2019-2020 წლებში რევაზ ინანიშვილის მემორიალური, სამუზეუმო სივრცის მოწყობა სოფელ ხაშმში. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტს.

რევაზ ინანიშვილის მეუღლე გარდაიცვალა

რევაზ ინანიშვილის მეუღლე გარდაიცვალა

მწერალ რევაზ ინანიშვილის მეუღლე როზა ინანიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გაავრცელა: “ჩვენი როზა ინანიშვილიც დაგვემშვიდობა… დიდ საუფლოში შეუერთდება ბატონ რეზო ინანიშვილს… ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მომენატრებით.. მადლობა რომ გამიმართლა და ასე ჩემიანად მეგულებოდით… მშვიდად განისვენეთ… პირობა შესრულდება და ბატონი რეზოს მუზეუმი ხაშმში გაიხსნება…”

რევაზ ინანიშვილი – გაეცანით მწერლის აქამდე უცნობ ხელნაწერებს

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

რევაზ ინანიშვილი ქართულ ლიტერატურაში ყველაზე ჰუმანურ მწერლად არის მიჩნეული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მწერლის მეუღლემ როზა ინანიშვილმა თსუ-ს რევაზ ინანიშვილის პირადი წიგნები, ხელნაწერები და ფოტოები გადასცა. გიორგი შარვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: “მსურს დიდი მადლობა გადავუხადო რევაზ ინანიშვილის მეუღლეს, როზა ინანიშვილს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეზე საჩუქრად მწერლის პირადი წიგნები, ხელნაწერები და […]

რევაზ ინანიშვილის ნოველები მოზარდ მაყურებელთა თეატრში იდგმება

რევაზ ინანიშვილი

ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოებების ავტორის რევაზ ინანიშვილის ნოველები მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად იდგმება. „ჩემი ჩანაწერები ნამცეცებად ქცეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა,“ – წერდა მწერალი. სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურიაა. მან ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტურ ქარგაში გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები – მაია სხირტლაძეს, მუსიკალური […]

“მადლობა, მადლობა, კეთილო თბილისელებო!”

"ეს სიტყვები უთუოდ ეპიტაფიად გამოადგებოდა გურამ რჩეულიშვილს!"

მწერალი რევაზ ინანიშვილი თავის კოლეგაზე გურამ რჩეულიშვილზე ძალიან ემოციურ ამბავს არაერთხელ იხსენებდა: “მაშინდელ ,,პასაჟთან” კედელს მიყუდებული ტიროდა სოფლელი ხნიერი ქალი. ეხვეოდა ხალხი, ეკითხებოდნენ რაღაცეებს, ბრაზობდნენ. გამოირკვა: შვიდი თუმანი ჰქონია საცოდავს (ფულის ძველი კურსით) და ამოუცლიათ. კაპიკი აღარ დარჩენოდა, რომ შინ მაინც დაბრუნებულიყო. გურამი სულ ცოტა ხანს იდგა და უყურებდა მტირალ ქალს. მერე სხვები მისწი-მოსწია, ქუდი […]

რეზო ინანიშვილის ბიბლია

რეზო ინანიშვილის უძლიერესი ლოცვა

მწერალი რევაზ ინანიშვილი თავისი შემოქმედებით მკითხველს ყველაზე მარტივ და ყოველდღიურ საკითხებსაც კი საინტერესოდ წარმოუჩენს. “არტ ინფო” გთავაზობთ მწერლის მოთხრობას “ლამაზი ცრემლები”, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს: მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბმეტრი (“ოთხი […]