სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით

სასიხარულო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებითმწერალ რევაზ ინანიშვილთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.

შემოქმედის ოჯახის ჩართულობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის პროექტირების თანხები და 2019-2020 წლებში რევაზ ინანიშვილის მემორიალური, სამუზეუმო სივრცის მოწყობა სოფელ ხაშმში.

ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტს.