20 დეკემბერი, 2020

რევაზ ინანიშვილის ოქროს სიტყვები

მწერლის რევაზ ინანიშვილის ჩანაწერები სავსეა ქართველებისა და საქართველოს სიყვარულით.

ამონარიდი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ნამდვილად ოქროს სიტყვებია:

„თქვენ შეგიძლიათ თვით ჩემი თანდასწრებით ლანძღოთ ქართველი ხალხი იმის გამო, რომ იგი მარცხენა ხელით მუშაობას არის მიჩვეული და მომხვეჭელობაზე დახარბებულს გაჭუჭყიანებული აქვს სული, მაგრამ მე უფლებას არ მოგცემთ იგივე გაიმეოროთ ერზე, ქართველ ერზე.

ხალხი ესაა, რასაც ახლა უყურებ, ერი კი სხვაა. ისაა მთლიანობა ხალხისა და დროისა, რომელიც საუკუნეებით იზომება მხოლოდ და მხოლოდ.”