რევაზ ინანიშვილის მეუღლე გარდაიცვალა

რევაზ ინანიშვილის მეუღლე გარდაიცვალამწერალ რევაზ ინანიშვილის მეუღლე როზა ინანიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გაავრცელა:

“ჩვენი როზა ინანიშვილიც დაგვემშვიდობა… დიდ საუფლოში შეუერთდება ბატონ რეზო ინანიშვილს…

ძალიან მიყვარხართ და უზომოდ მომენატრებით.. მადლობა რომ გამიმართლა და ასე ჩემიანად მეგულებოდით…

მშვიდად განისვენეთ… პირობა შესრულდება და ბატონი რეზოს მუზეუმი ხაშმში გაიხსნება…”