ჭდე: ორი ვარსკვლავი

,,ორი ვარსკვლავი’’ გოდერძი შარაშიამ მოიგო

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია “ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა. მას საჩუქრად ახალთახალი ავტომობილი გადაეცა. მეორე ადგილზე მორაგბე დაჩი კოპაძე გავიდა და ტელეკომპანია “იმედისგან” საჩუქრად 20.000 ლარი მიიღო. ბიჭებს პარტნიორობას უწევდნენ მომღერლები ელენე ფოჩხუა და ანანო მჟავია. 12 კვირის განმავლობაში 12 წყვილი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდა, ფინალისტებად მაყურებელმა დაჩი და გოდერძი დატოვა. მათ მსმენელის წინაშე რამდენიმე მუსიკალური […]

,,ორი ვარსკვლავის’’ ფინალისტები ცნობილია

მუსიკალურმა შოუმ “ორი ვარსკვლავი” ფინალისტები გამოავლინა. მომდევნო საკონკურსო ტურში სამმა ნახევარფინალისტმა წყვილმა ხათუნა ჟორდანიამ და გიო ხუციშვილმა, ელენე ფოჩხუამ და გოდერძი შარაშიამ და დაჩი კოპაძემ და ანანო მჟავიამ ორ-ორი მუსიკალური ნომერი შეასრულა – ქალაქური და დისკო სიმღერა. მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის მეორე სეზონის ფინალში მამაკაცი კონკურსანტები იბრძოლებენ თავის პროფესიონალ მომღერალ მეწყვილეებთან ერთად. ნახევარფინალში აუთსაიდერებად […]

პეჩომ და მაგდა ვასაძემ ,,ორი ვარსკვლავი’’ დატოვეს

მუსიკალურმა შოუმ “ორი ვარსკვლავი” ნახევარფინალისტები გამოავალინა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, მეცხრე საკონკურსო ტურის აუთსაიდერები გახდნენ მაგდა ვასაძე და პეჩო და ელენე ფოჩხუა და გოდეძი შარაშია. პროექტის ამ საკონკურსო ტურს ვერ დაესწრო თეონა კონტრიძე. მის მაგივრად კონკურსანტებს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი აფასებდა. ჟიურის მეოთხე მიწვეულ წევრად კი პროდიუსერებმა ინგა გრიგოლია შეარჩიეს. აუთსაიდერებიდან მაყურებელმა პროექტში ელენე ფოჩხუას […]

ხათუნა ჟორდანია გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა

“ორი ვარსკვლავის” მონაწილე ხათუნა ჟორდანია მეწყვილის გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა. ინფორმაცია ხათუნამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ხათუნას განმარტებით, ეს სამშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება მის ცხოვრებაში და ამიტომ გულშემატკივრებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ითხოვა: “ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვრჩები “ორ ვარსკვლავში” მარტო, ჩემი მეწყვილეს გიო ხუციშვილის გარეშე. ძალიან მჭირდება და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს და ხვალ […]

რას ნანობს ილო ბეროშვილი?

ილო ბეროშვილმა “ორი ვარსკვლავის” დატოვების შემდეგ, პროექტთან დაკავშირებით, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა: “პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება… თუმცა პიპიაზე უარს არ ვიტყოდი. თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე […]

ნუცა ბუზალაძემ და ილო ბეროშვილმა ,,ორი ვარსკვლავი’’ დატოვეს

მუსიკალური პროექტი “ორი ვარსკვლავი” ნუცა ბუზალაძემ და ილო ბეროშვილმა დატოვეს. მაყურებლის და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუთსაიდერები გახდნენ ნუცა ბუზალაძე და ილო ბეროშვილი და მაგდა ვასაძე და პეჩო. მაგდა და პეჩო აუთსაიდერებში უკვე მესამედ მოხვდნენ და ამჯერადაც მაყურებელმა მათი გადარჩენა გადაწყვიტა. ერთწუთიანი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ვადის ამოწურვის შემდეგ კი პროექტს მიღმა ნუცას და ილოს წყვილი დარჩა. […]

,,ორი ვარსკვლავი” მანიკა ასათიანმა და ნიკა ლაზარიაშვილმა დატოვეს

მუსიკალურ შოუში “ორი ვარსკვლავი” 5 წყვილი დარჩა. მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის აუთსაიდერები გახდნენ პეჩო და მაგდა ვასაძე და მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი. ამ საკონკურსო ტურში პროექტის პროდიუსერებმა კონკურსანტებისთვის მსოფლიო მუსიკა შეარჩიეს. ჟიურიმ უმაღლესი 40 ქულა სამ წყვილს მაგდა ვასაძეს და პეჩოს, ნუცა ბუზალაძეს და ილო ბეროშვილს და ელენე ფოჩხუას და გოდერძი შარაშიას მიანიჭა. […]

მერაბ სანოძემ და ეკა დოლიძემ ,,ორი ვარსკვლავი” დატოვეს

მუსიკალური შოუს “ორი ვარსკვლავი” მეექვსე საკონკურსო ტური კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. ტური, რომელიც ქართულ სიმღერას მიეძღვნა, წარუმატებელი აღმოჩნდა ეკა დოლიძისა და მერაბ სანოძისთვის. ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, აუთსაიდერებში მოხვდნენ ეკა დოლიძე და მერაბ სანოძე და დაჩი კოპაძე და ანანო მჟავია. ჟიურის მეოთხე მიწვეული წევრი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო. ჟიურიმ უმაღლესი 40 ქულა ნუკა ბუზალაძის და […]

,,ორი ვარსკვლავი’’ მარიკო ებრალიძემ და როლანდ ოქროპირიძემ დატოვეს

მუსიკალური შოუ “ორი ვარსკვლავი” კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. მეხუთე საკონკურსო ტურში, რომელიც კინომუსიკას დაეთმო, ყველაზე ნაკლები ქულები მარიკო ებრალიძის და როლანდ ოქროპირიძის წყვილმა დააგროვა. მათთან ერთად აუთსაიდერთა რიგებში აღმოჩნდა მერაბ სანოძის და ეკა დოლიძის წყვილიც, თუმცა მაყურებელმა ისინი გადაარჩინა და პროექტს მარიკო და როლანდი გამოთიშა. ჟიურის მეოთხე მიწვეული სტუმარი კინომსახობთა თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე იყო, რომელმაც […]

,,ორი ვარსკვლავი” მირიან ჯეჯელავამ და ნინი ცნობილაძემ დატოვეს

მუსიკალური პროექტი “ორი ვარსკვლავი” კიდევ ერთმა წყვილმა დატოვა. მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე ნაკლები ქულები ნინი ცნობილაძის და მირიან ჯეჯელავას წყვილმა დააგროვა. მათთან ერთად პროექტის დატოვების კანდიდატი იყო მაგდა ვასაძის და პეჩოს წყვილი. ჟიური და დარბაზი ვეტოს გამოყენებას ითხოვდა. შედეგები გააპროტესტა ჟიურის მეოთხე მიწვეულმა წევრმა რეზი არველაძემაც. პროექტის პროდიუსერების განმარტებით, ამ შოუს არანაირი ვეტო არ […]