Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხათუნა ჟორდანია გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა

1ori“ორი ვარსკვლავის” მონაწილე ხათუნა ჟორდანია მეწყვილის გიო ხუციშვილის გარეშე დარჩა. ინფორმაცია ხათუნამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ხათუნას განმარტებით, ეს სამშაბათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება მის ცხოვრებაში და ამიტომ გულშემატკივრებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ითხოვა:

“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვრჩები “ორ ვარსკვლავში” მარტო, ჩემი მეწყვილეს გიო ხუციშვილის გარეშე. ძალიან მჭირდება და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს და ხვალ თქვენი თანადგომა. გთხოვთ დამიმესიჯოთ 95203. წინასწარ ყველას დიდი მადლობა.”

როგორც გაირკვა, ხათუნა ჟორდანია პროექტში მხოლოდ ერთ მუსიკალურ ნომერში რჩება მარტო. პროდიუსერების გადაწყვეტილებით, “ორ ვარსკვლავში” დარჩენილი ოთხივე კონკურსანტი ერთ ნომერს მარტო, პროფესიონალი მომღერლების გარეშე შეასრულებს.