2 აპრილი, 2015

რას ნანობს ილო ბეროშვილი?

1iloილო ბეროშვილმა “ორი ვარსკვლავის” დატოვების შემდეგ, პროექტთან დაკავშირებით, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა:

“პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება… თუმცა პიპიაზე უარს არ ვიტყოდი. თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, როცა ჟიური ფიქრობს, რომ პროექტი დამთავრდება, მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი, საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი? ეს არის რაღაცა ჰიბრიდი “მეგა პროექტსა” და რაღაცა გაურკვევლ თბილისიურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟიურისა და კონკურსანტებს შორის, მე მგონია, რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ, რომ არაპროფესიონალია, პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით, რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია. თუმცა ამდენჯერ მისი ოუტსიდერობა არასწორია თან ამდენჯერ. ჩემი აზრით გავარდა ის ხალხი ვინც რაღაცა ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია… თუმცა დამიჯერეთ მალე ყველაფერი შეიცვლება…

მე და ნუცა შევეცადეთ მრავალფეროვანები ვყოფილიყავით და ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძლით და ძალიან ბევრ რისკზე წავედით. ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა, ამიტომაც მე არცერთ შეცდომაზე არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია იმედს, რომელმაც პროექტში მომიწვია. ისე საინტერესოა მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟიურიში როგორ განვითარდებოდა მოვლენები.”