8 აპრილი, 2015

პეჩომ და მაგდა ვასაძემ ,,ორი ვარსკვლავი’’ დატოვეს

1magdaმუსიკალურმა შოუმ “ორი ვარსკვლავი” ნახევარფინალისტები გამოავალინა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, მეცხრე საკონკურსო ტურის აუთსაიდერები გახდნენ მაგდა ვასაძე და პეჩო და ელენე ფოჩხუა და გოდეძი შარაშია.

პროექტის ამ საკონკურსო ტურს ვერ დაესწრო თეონა კონტრიძე. მის მაგივრად კონკურსანტებს საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი აფასებდა. ჟიურის მეოთხე მიწვეულ წევრად კი პროდიუსერებმა ინგა გრიგოლია შეარჩიეს.

აუთსაიდერებიდან მაყურებელმა პროექტში ელენე ფოჩხუას და გოდერძი შარაშიას დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და უკვე მეოთხედ აუთსაიდერებში მდგარი მაგდას და პეჩოს წყვილი სახლში გაუშვა.

მომდევნო სამშაბათს “ორ ვარსკვლავში” ერთმანეთს სამი ნახევარფინალისტი დაუპირისპირდება: ხათუნა ჟორდანიას და გიო ხუციშვილის წყვილი, ანანო მჟავიას და დაჩი კოპაძის წყვილი და ელენ ფოჩხუას და გოდერძი შარაშიას წყვილი.