22 აპრილი, 2015

,,ორი ვარსკვლავი’’ გოდერძი შარაშიამ მოიგო

1orivჟურნალისტი გოდერძი შარაშია “ორი ვარსკვლავის” მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა. მას საჩუქრად ახალთახალი ავტომობილი გადაეცა. მეორე ადგილზე მორაგბე დაჩი კოპაძე გავიდა და ტელეკომპანია “იმედისგან” საჩუქრად 20.000 ლარი მიიღო. ბიჭებს პარტნიორობას უწევდნენ მომღერლები ელენე ფოჩხუა და ანანო მჟავია.

12 კვირის განმავლობაში 12 წყვილი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოდა, ფინალისტებად მაყურებელმა დაჩი და გოდერძი დატოვა. მათ მსმენელის წინაშე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს როგორც მეწყვილეებთან ერთად, ასევე მარტო და ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად. ბოლო ერთი წუთის განმავლობაში მაყურებელმა ბოლოჯერ მისცა ხმა თავის ფავორიტ კონკურსანტს და გამარჯვებული გოდერძი შარაშია გახდა.

“ორ ვარსკვლავის” პირველი სეზონი მოდელმა ირინა ონაშვილმა მოიგო და საჩუქრად მასაც ავტომობილი გადაეცა.