25 მარტი, 2015

,,ორი ვარსკვლავი” მანიკა ასათიანმა და ნიკა ლაზარიაშვილმა დატოვეს

manika6მუსიკალურ შოუში “ორი ვარსკვლავი” 5 წყვილი დარჩა. მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის აუთსაიდერები გახდნენ პეჩო და მაგდა ვასაძე და მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი.

ამ საკონკურსო ტურში პროექტის პროდიუსერებმა კონკურსანტებისთვის მსოფლიო მუსიკა შეარჩიეს.

ჟიურიმ უმაღლესი 40 ქულა სამ წყვილს მაგდა ვასაძეს და პეჩოს, ნუცა ბუზალაძეს და ილო ბეროშვილს და ელენე ფოჩხუას და გოდერძი შარაშიას მიანიჭა. ყველაზე ცოტა37 ქულა დაჩი კოპაძისა და ანანო მჟავიას წყვილმა დააგროვა, თუმცა ჟიურის ქულებს მაყურებლის ქულებიც დაემატა და ბოლო ადგილზე მანიკა ასათიანი და ნიკა ლაზარიაშვილი აღმოჩნდნენ.

“ორი ვარსკვლავის” წამყვანებმა მაკა ზამბახიძემ და დუტა სხირტლაძემ აუთსაიდერები დაასახელეს. პირველი აუთსაიდერი გახდა მანიკას და ნიკას წყვილი, მეორე აუთსაიდერი კი პეჩოს და მაგდას წყვილი. ერთწუთიანი დამესიჯების ვადის ამოწურვის შემდეგ, საბოლოოდ პროექტი მანიკამ და ნიკამ დატოვეს.