1 აპრილი, 2015

ნუცა ბუზალაძემ და ილო ბეროშვილმა ,,ორი ვარსკვლავი’’ დატოვეს

4nucaმუსიკალური პროექტი “ორი ვარსკვლავი” ნუცა ბუზალაძემ და ილო ბეროშვილმა დატოვეს. მაყურებლის და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუთსაიდერები გახდნენ ნუცა ბუზალაძე და ილო ბეროშვილი და მაგდა ვასაძე და პეჩო.

მაგდა და პეჩო აუთსაიდერებში უკვე მესამედ მოხვდნენ და ამჯერადაც მაყურებელმა მათი გადარჩენა გადაწყვიტა. ერთწუთიანი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ვადის ამოწურვის შემდეგ კი პროექტს მიღმა ნუცას და ილოს წყვილი დარჩა.

ეს საკონკურსო ტური ქართულ ფოლკლორს დაეთმო. კონკურსანტებმა ქართული ხალხური სიმღერები ჯგუფ “ეგარისთან” ერთად შეასრულეს. ჟიურის მეოთხე მიწვეული წევრი თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე იყო.

შოუში ოთხი წყვილი დარჩა გიო ხუციშვილი და ხათუნა ჟორდანია, მაგდა ვასაძე და პეჩო, ანანო მჟავია და დაჩი კოპაძე და ელენე ფოჩხუა და გოდერძი შარაშია.