ჭდე: მარიამ ხაჭვანი

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

ქართველ რეჟისორს მარიამ ხაჭვანს კორეულმა ფონდმა გრანტი გადასცა. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტისთვის “ჩემი მეზობელი ანა” კორეულმა ფონდმა პროექტის განვითარების გრანტი – 5000 დოლარი ქართველ რეჟისორს მიანიჭა. მარიამ ხაჭვანი: “ჩვენმა ახალმა დოკუმენტურმა პროექტმა მიიღო განვითარების გრანტი კორეაში. ახლა, ამათ დაამახსოვრებინე ჩემი გვარი.”

მარიამ ხაჭვანის განცხადება: “იცოდეთ სიმართლე!”

მარიამ ხაჭვანის განცხადება: "იცოდეთ სიმართლე!"

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის განცხადებები ყოველთვის მის მშობლიურ სვანეთთან და იქ არსებულ უნიკალურ ღირსშესანიშნაობებთან არის დაკავშირებული: “უშგულის მოსახლეობამ ხალხს დავანახეთ სიმართლე. ძეგლთა დაცვის სააგენტომ, უშგლის-ჩაჟეშის უბნის, ძეგლების არქიტექტურა გაგვიბანძა და დაგვიმახინჯა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული ძეგლები საუკუნეებს უძლებს, ეხლა კი, დამთვალიერებელი რომ მიიყვანო ძეგლთან ახლოს, ან მორი მოხვდება თავში, ან ქვა! სამწუხაროდ, მუზეუმშიც […]

მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის ბრალდებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს იმ მაჩუბებთან დაკავშირებითაა, რომლებსაც ნიკა ანთიძის უწყებამ რეაბილიტაცია ჩაუტარა: “ერთ სურათზე ვხედავთ, ათი საუკუნის წინ გადახურულ მაჩუბს, მართალია, მორები თითქმის დამპალია, მაგრამ მაინც ჩანს, რა სიხშირით და რა სისქის დევს, ასევე ჩანს ქვის ფილების სისქეც. მეორე სურათზე არის სააგენტოს მიერ, ასანთის ღერებით გამაგრებული მაჩუბი, შიგნით რა […]

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა

მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის უმორჩილესი თხოვნა თითოეულ ჩვენთაგანს ეხება: “გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს. ინფორმაციებს ეტაპოვრივად გაგიზიარებთ და თქვენც გააზიარეთ. სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ. უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების […]

სვანეთი ეპიდემიის საშიშროების წინაშეა

სვანეთი ეპიდემიის საშიშროების წინაშეა

სვანეთი – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ეპიდემიის საშიშროების წინაშეა. ინფორმაციას ამის შესახებ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ავრცელებს: “უშგულთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხშირად ვწერ ხოლმე და ასეთ ტურისტულ ადგილას, როგორიც უშგულია “ნაგავი” მდინარეში არ უნდა იყრებოდეს. ტურისტული ნაკადის მატებასთან ერთად თავისთვისთავად ნაგავმაც იმატა. კარგი იქნება თუ რომელიმე კომპანია დაინტერესდება ამ საკითხით. ადგილობრივები სიამოვნებით […]

უშველეთ უძველეს სვანურ კოშკს

უშველეთ უძველეს სვანურ კოშკს

უძველეს კოშკებს სვანეთში მძიმე მდგომარეობა აქვთ. ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი სანახევროდ დანგრეულია. რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელიც სვანეთის მკვიდრია, ყოველ ჩასვლაზე მურყმელში შიშით შესცქერის ერთ-ერთ კოშკს, რომლის ნაწილი უკვე ჩამონგრეულია: “სულ მეშინია, რომ ერთ დღესაც ეს არ დამხვდება.”

“ოსკარის” მოკლე ნუსხა ცნობილია

"ოსკარის" მოკლე ნუსხა ცნობილია

ოსკარების რიგით 91-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მომავალი წლის 24 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება. მანამდე კი ორგანიზატორებმა 9 ნომინაციაში საუკეთესოებად მიჩნეული ნამუშევრების მოკლე ნუსხა გამოაქვეყნეს. სამწუხაროდ, მოკლე ნუსხაში ვერ მოხვდა საქართველოს მიერ წარდგენილი ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე”. ინფორმაცია ფილმ “დედეს” რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა: “სამწუხაროდ, წელს საქართველო ოსკარზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ მოხვდა აზიური ოსკარის ნომინანტი ხუთი […]

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია. ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.

“საშიში დედა” და “დედე” პეკინში 4 მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ

"საშიში დედა" და "დედე" პეკინში 4 მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ

ანა ურუშაძის ფილმმა “საშიში დედა” და მარიამ ხაჭვანის ფილმმა “დედე” პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4 მთავარი ჯილდო მოიპოვეს. კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ქართველი რეჟისორების ნამუშევრები ჟიურის ფავორიტები გახდნენ. ანა ურუშაძის და მარიამ ხაჭვანის ფილმებმა პირველობა არავის დაუთმეს და პეკინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოპოვების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს.

მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალმა რჩეულთა შორის დაასახელა

მარიამ ხაჭვანი

ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა საუკეთესოთა შორის დაასახელა. საქართველოს წარმომადგენელი ექვს რეჟისორს შორის მოხვდა, რომლებიც კოლუმბიიდან (2 რეჟისორი), ტაივანიდან, სლოვენიიდან და ნეპალიდან არიან. მარიამ ხაჭვანი: “კანის კინოფესტივალის პროგრამაში ექვს რეჟისორს შორის ამარჩიეს. ჩემი ახალი მხატრული სრულმეტრაჟიანი პროექტით – პირობითი სახელი “ნენე” (ამ პროექტმა ავსტრალიაში უკვე მოიგო განვითარების გრანტი). სცენარი უნდა ვწერო პარიზში და […]