საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილია

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ცნობილიასაქართველომ ოსკარზე წარსადგენი ფილმი გამოავლინა. სპეციალურმა კომისიამ 6 განაცხადიდან საუკეთესოდ რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე” მიიჩნია.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს 6 ქართული ფილმი იბრძოდა: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა”, ზაზა ხალვაშის „ნამე”, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი”, მარიამ ხაჭვანის „დედე”, ნიკოლოზ ხომასურიძის “ექვთიმე ღვთისკაცი” და გიორგი მეგრელიშვილის “ჰამლეტი”.